ნესტან კაპანაძე
აკადემიური თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელი
კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას აკადემიური თერაპიის ხელმძღვანელი
ნესტან კაპანაძის სამუშაო მოიცავს აკადემიური თერაპიის გუნდის ზედამხედველობას, პროფესიულ მომზადებას და ინტრედისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობას, თერაპიულ სერვისში ჩართული ბენეფიციარის ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენას და მის რეგულარულ ადაპტირებას ბავშვის საჭიროების შესაბამისად. მისი ძირითადი მიმართულებაა ბავშვებისა და მოზარდების წინა აკადემიური და აკადემიური იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვა, როგორიცაა წერა, კითხვა, თხრობა და მათემატიკური უნარები.
ნესტან კაპანაძე, ამავდროულად დიგნოსტიკური გუნდის წევრია. მის მოვალეობას შეადგენს აკადემიური უნარების შეფასება და რეკომენდაციების მომზადება. ამავე ცენტრში ის იკავებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული სამსახურის თერაპევტის პოზიციასაც.
ნესტანმა განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში. მისი კვლევითი ინტერესის სფერო იყო აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების სტრესის დონე და დაძლევის სტრატეგიები.
ნესტანი 2013-2016 წლებში მუშაობდა 198-ე საჯარო სკოლაში ჯერ ფსიქოლოგის და შემდეგ სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე. 2021 წელს კი იუჯი სკოლაში ფსიქოლოგის პოზიციაზე. ამავე წელს გახდა სერტიფიცირებული უფროსი სპეციალური მასწავლებელი.
ნესტანს გავლილი აქვს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით:
- ქცევის გამოყენებითი ანალიზი.
- ბავშვთა ადრეული ინტერვენცია
- ინკლუზიური განათლება
- მასწავლებლის პორტფოლიო
2019 წელს დაესწრო საერთაშორისო კონფერენცია EACD2019 და 2023 წელს ევროპის დისლექსიის ასოციაციის მიერ ჩატარებულ სემინარებს „დისლექსია - ნაბიჯები თეორიას, კანონმდებლობასა და პრაქტიკას შორის“.