თამარ ჩოჩიშვილი
დენვერის ადრეული ჩარევის სერვისის სუპერვიზორი, ენისა და მეტყვეების თერაპევტი, ადრეული ინტერვენციის სერვისის სუპერვიზორი
დენვერის თერაპიის სუპერვიზორი; კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სუპერვიზორი; ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორი.
კომუნიაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სუპერვიზორი, დენვერის თერაპიის სუპერვიზორი, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორი.
თამარი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმაში მუშაობს 2022 წლიდან. ის ამჟამად არის დენვერის ადრეული ჩარევის სერვისის, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის და ასევე, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორი.
თამარმა 2009 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 2024 წელს გახდა ილიას უნივერსიტეტის მაგისტრი კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით.
თამარ ჩოჩიშვილი განსაკუთრებულისაჭროების მქონე ბავშვებთან მუშაობს 2016 წლიდან. 2022 წელს გაიარა დენვერის ადრეული ჩარევის პროგრამისთეორიული და პრაქტიკული კურსი და დაიწყო მუშაობა გამმაში დენვერის გუნდის თერაპევტად. 2023 წლის არის პროგრამის სუპერვიზორი.
მანამდე, 2016 -2023 წლებში იყო სპეციალური მასწავლებელი და ფსიქოლოგი სკოლაში. 2017 წელს გაიარა ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციის ტრენინგი და ფლობს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის A ტიპის სერტიფიკატს. ხოლო, 2025 წლიდან არის ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციის სერტიფიცირებული სუპერვიზორი.
2018 -2024 წლებში მუშაობდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კომისიაში გრიფირების ექსპერტ ფსიქოლოგად.
2020 წელს გაიარა ტრენინგი ,,ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი და დაიწყო მუშაობა ქცევის თერაპევტად (ტექნიკოსად). 2022 წელს გაიარა ABLLS-R ენისა და დასწავლის ბაზისური უნარების შეფასების ტრენინგი და დაიწყო აღნიშნული ინსტრუმენტის პრაქტიკაში გამოყენება.
2023 წლიდან 2024 წლამდე მუშაობდა მასწავლებლის სახლში ,,ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი პროგრამის ინდივიდუალურ კონსულტანტად.
გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები:
MACGeorgia: ქცევის მართვა;
საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია: ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი;
მასწავლებელთა სახლი: სპეციალური მასწავლებლის შესავალი კურსი;
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა: ქცევის გამოყენებით ანალიზის (ABA) ბაზისური კურსი;
გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრი: ბავშვის ვერბალური უნარების შეფასება და განმავითარებელი პროგრამების შედგენა;
გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრი: ბავშვთა კვებითი სირთულეების დაძლევაზე მიმართული ინტერვენციები;
გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრი: სურათებით კომუნიკაციის სისტემა;
ქცევის აკადემია: შესავალი სენსორულ ინტეგრაციაში;
აბა პედია: შიშთან დაკავშირებული ქცევა ბავშვებში.
2023 წლიდან, ECHO Autism-ის პროგრამის ფარგლებში, თამარი ჩართული იყო საქართველოში ECHO მოდელის დანერგვაში (როგორც საქართველოს ჰაბის წევრი), რომლის ფარგლებშიც მოხდა რეგიონებში მომუშავე 50-მდე პირველადი ჯანდაცვისდაწესებულების ოჯახის ექიმის გაძლიერება განვითარების პრობლემების, მათ შორის აუტიზმის ადრეულ ასაკში ამოცნობასადა სახელწიფო სერვისებში რეფერირებაში.
თამარის პროფესიული გამოცდილება კლინიკური საქმიანობის გარდა მოიცავს კლვევით კომპონენტებსაც. 2025წლიდან იგი ჩართულია ენობრივი განვითარების დარღვევის მიმართულებით კვლევაში.