თამარ ტურავა
აკადემიური თერაპიის სუპერვიზორი
განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის მაგისტრი
თამარ ტურავა გამმას აკადემიური თერაპიის სუპერვიზორია. მისი სამუშაო მოიცავს სწავლის სირთულეების მართვას სხვადასხვა დარღვევის ან სხვა მიზეზებით გამოწვეული აკადემიური ჩამორჩენის დროს. მისი ძირითადი მიმართულებაა წინა აკადემიური და აკადემიური უნარების განვითარებაზე ზრუნვა, როგორიცაა წერა, კითხვა, თხრობა და მათემატიკური უნარები. ეს უნარები აკადემიური წარმატების საწინდარია.
თამარ ტურავა, ამავდროულად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინკლუზიური დეპარტამენტის მულტიდისციპლინური გუნდის წევრია, სადაც მის მოვალეობებში შედის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა შეფასება, მათი ინდივიდუალური საჭიროების და შესაძლებლობების განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება მშობლისა და სასწავლო პროცესში ჩართული სპეციალისტებისათვის.
თამარმა განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი განათლების ფსიქოლოგიასა და კვლევაში. მისი ინტერესის სფერო იყო მოსწავლეთა/სტუდენტთა სწავლის სტრატეგიები და მეტაკოგნიტური უნარები.
თამარი 2017 წლიდან მუშაობს ინკლუზიური განათლების მიმართულებით. იგი მუშაობდა სპეციალურ მასწავლებლად სსიპ. ქ - თბილისის N51 და N31 საჯარო სკოლებში. 2021 წელს ის გახდა სერტიფიცირებული უფროსი სპეციალური მასწავლებელი. თამარი ასევე მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი პროგრამის ინდივიდუალურ კონსულტანტად.
თამარს გავლილი აქვს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით:
- ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი;
- განვითარების დარღვევები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება;
- მწვავე ქცევითი სირთულით გამოწვეული კრიზისული სიტუაციების მართვა;
- აუტიზმის სპექტრის აშლილობების ადრეული გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა;
- ენის განვითარების დარღვევები;
ასევე, ის დაესწრო ევროპის დისლექსიის ასოციაციის მიერ ჩატარებულ სემინარებს „დისლექსია - ნაბიჯები თეორიას, კანონმდებლობასა და პრაქტიკას შორის“.