ნინო ხიჯაკაძე
ფიზიკურ-სენსორული თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელი
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრი
2022 წლიდან ნინო ხიჯაკაძე მუშაობს სენსორულ თერაპევტად გამმაში. 2023 წლიდან კი გამმას თბილისის და ბათუმის ფილიალების ფიზიკური და სენსორული თერაპიის სუპერვიზორია.
2020 წელს დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამა, 2022 წელს მიენიჭა პედიატრიული რეაბილიტაციის მაგისტრის ხარისხი (თსსუ). მისი სამაგისტრო კვლევა ეხებოდა, COVID-19 პანდემიის გავლენას აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე და მათ რეაბილიტაციურ თერაპიებს.
2023 წ მისი ავტორობით დაიბეჭდა სტატია: კოვიდ-პადემიის გავლენა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ღონისძიებების მართვაზე და მათი მკურნალობა სამედიცინო სარეაბილიტაციო მეთოდებით“ ჟურნალში Experimental and Clinical Medicine (Georgia).
ნინო ხიჯაკაძეს გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი და სტაჟირების პროგრამა, მათ შორის: კენ ვოლკერის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში 1,5 წლიანი სწავლება (ფიზიკური თერაპია); მონაწილეობდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საზაფხულო სკოლა-სტაჟირებაში; სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრში ,,ტკივილის სკოლა“ საჯარო ტრენინგსა და ლექციაში ,,ინტრაარტიკულური ინექციის ჩატარება ორთოპედიულ პრაქტიკაში"; გავლილი აქვს ტრენინგები: სენსორულ ინტეგრაციაში ( თეორია, თერაპია და აქტივობები სახლის პირობებში); კინესთეტიკის ძირითადი კურსი (კინესთეტიკის ეროვნული ასოციაცის EKA ორგანიზებით); ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA) ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში; შესავალი სენსორულ ინტეგრაციაში"(by Behavior Academy) Sensory Processing and Integration in Children (1 hour online course by ,,Sensory Integration Education), ვებინარი Sensory Processing (2019) Online training module on Sensory Integration elements and fun activities (by Mac Georgia).
2023 წლიდან მუშაობა დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტში მოწვეული ლექტორად.