თამარ ჟორდანია
მუსიკათერაპევტი, სუპერვიზორი.
მუსიკათერაპევტი MA
თამარ ჟორდანია ჩვენ ცენტრში მუშაობს 2019 წლიდან, ხოლო მუსიკათერაპიით დაინტერესდა 2014 წლიდან. პარალელურად დააფუძნა ინკლუზიური მუსიკალური განათლების განვითარების ცენტრი, სადაც ინკლუზიური სწავლების პრინციპით უძღვება მუსიკის გაკვეთილებს. ცენტრის მიზანია გადაამზადოს მუსიკის პედაგოგები და სხვადასხვა სპეციალისტები, რათა უკეთ შეძლონ სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშებთან მუსიკის საშუალებით ურთიერთობა და სწავლება.
თამარი არის ბრიტანული მუსიკათერაპიის საერთაშორისო ორგანიზაციის „Music as Therapy International” წარმომადგენელი საქართველოში.
დამთავრებული აქვს კონსერვატორია საფორტეპიანო მიმართულებით (ბაკალავრიატი) და ეთნომუსიკოლოგიის მიმართულებით (მაგისტრანტი), ასევე დაამთავრა ატლანტიკის საერთაშრისო უნივერსიტეტი მუსიკათერაპიის მიმართულებით (მაგისტრატურა).
თამარი არის ინკლუზიური ხელოვნების განვითარების ცენტრის (ICDI Arts) და Fusion Arts (მუსიკისა და ცეკვის სინთეზური თერაპია) თანადამფუძნებელი.
2019 წლიდან მოყოლებული, მას აქვს დაწრილი და გამოცემული 6 თერაპიული წიგნი/სახელმძრვანელოები როგორც კოლეგებთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად: „ქართული სიმღერა-თამაშები ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით“ (2019); „მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოები ბავშვებისთვის“ (2020); “ხელოვნება ინტეგრაციისთვის“ (2021); „მუსიკალური სავარჯიშოები მუსიკათერაპიის მიდგომების გათვალისწინებით“ (2022); „ინკლუზია ხელოვნებაში” (2023).
თანამშრომლობს სხვადასხვა პროექტებით ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა World Vision , USAID, UNDP, UNICEF, Coberm.
დაწერილი აქვს 30-ზე მეტი ფილმისთვის კინომუსიკა (მოკლე, სრულმეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმებისთვის და სპექტაკლებისთვის). იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონფერენციებსა და ვებინარებში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
არის მიწვეული ლექტორი კონსერვატორიაში, სადაც კითხულობს ლექციებს თემაზე: მუსიკათერაპიის პრაქტიკული კურსი.