ლანა აბაშიძე
ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი
კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი,
ლანა აბაშიძემ 2018 წლიდან დაიწყო მუშაობა გამმაში ქცევით თერაპევტად (ტექნიკოსად). ის ქცევის გამოყენებითი ანალიზით დაინტერესდა 2017 წლის სექტემბრიდან, როცა გაიარა ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი ჩვენ ცენტრში.
2018 წელს გაიარა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფრანკ პორტერ გრეჰამის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის (UNC) სასერტიფიკატო ონლაინ პროგრამა: Autism Focused Intervention Resourcec & Modules (Afirm Module), რაც მოიცავდა მონიტორინგის პროცესს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას, აუტიზმზე ორიენტირებული ინტერვენციისა და რესურსების გამოყენებას.
2019 წლიდან ლანა არის ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2023 წლიდან - ბავშვთა მენტალური ჯანრმთელობის საქართველოს ასოციაციის წევრი.
2023 წელს ლანამ წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც ეხებოდა შფოთვის დონის კვლევას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლებთან, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა ამ მშობლების შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები და მათ მიერ გამოყენებული დაძლევის სტრატეგიები. ამ ნაშრომის საფუძველზე დადასტურდა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლებში აღინიშნება შფოთვისა და დეპრესიის მაღალი მაჩვენებელი, ნეიროტიპური ბავშვების მშობლებთან შედარებით, რაც საჭიროებს დამატებით ყურადღებას და დახმარებას.
2022 წლიდან ლანა გახდა ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი.
2023 წლის მარტში წარმატებით გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის კურსი „ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში“ და შეისწავლა ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასებისა და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტის VB-MAPP (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program) გამოყენება, ბავშვის განვითარების შეფასება და შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით ინდივიდუალური განმავითარებელი პროგრამის შემუშავება.
2023 წლიდან - ლანა ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სასერტიფიკატო პროგრამაში „ქცევის გამოყენებითი ანალიზის“ 7 მოდულიანი კურსი და ემზადება ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის.
2024 წელს წარმატებით გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის კურსი - კომუნიკაციის, ქცევისა და ფუნქციური უნარ-ჩვევების კურიკულუმი „ცხოვრებისთვის აუცილებელი“.
2024 წლიდან ლანა აბაშიძე, როგორც კვლევის ხელმძღვანელი, აქტიურად ჩართულია კვლევაში, რომელიც ხორციელდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტთა საზოგადოებაში გაერთიანებული სტუდენტების მონაწილეობით. კვლევის მიზანია ორსულობაში არსებული რისკ-ფაქტორებისა და აუტიზმის სპექტრის აშლილობას შორის კავშირის შესწავლა.