მაგდა გიორგაძე
ბათუმის ფილიალის ქცევითი თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელი
კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი,
ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი.
მაგდა გიორგაძემ 2018 წლიდან დაიწყო მუშაობა გამმაში ქცევით თერაპევტად (ტექნიკოსად). ის ქცევის გამოყენებითი ანალიზით დაინტერესდა 2017 წლის სექტემბრიდან, როცა გაიარა ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი ჩვენ ცენტრში.
2018 წელს გაიარა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფრანკ პორტერ გრეჰამის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის (UNC) სასერტიფიკატო ონლაინ პროგრამა: Autism Focused Intervention Resourcec & Modules (Afirm Module), რაც მოიცავდა მონიტორინგის პროცესს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას, აუტიზმზე ორიენტირებული ინტერვენციისა და რესურსების გამოყენებას.
2019 წლიდან მაგდა არის ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2023 წლიდან - ბავშვთა მენტალური ჯანრმთელობის საქართველოს ასოციაციის წევრი.
2020 წელს მაგდამ წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც ეხებოდა პროფესიულ გადაწვას, ფსიქიკური დარღვევების მქონე ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგებში,რომლის ფარგლებშიც შეისწავლა ქცევითი და ადრეული განვითარების თერაპევტების პროფესიული გადაწვის მაჩვენებელი. კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ მიუხედავად მსგავსი დარღვევების მქონე ბენეფიციარებთან მუშაობის გამოცდილებისა, ქცევითი თერაპევტების პროფესიული გადაწვის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ადრეული განვითარების პროგრამით მომუშავე სპეციალისტესისა.
2022 წლიდან მაგდა გახდა ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი. 2023 წლის მარტში წარმატებით გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის კურსი „ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში“ და შეისწავლა ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასებისა და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტის VB-MAPP (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program) გამოყენება, ბავშვის განვითარების შეფასება და შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით ინდივიდუალური განმავითარებელი პროგრამის შემუშავება.
2023 წლიდან - მაგდა ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სასერტიფიკატო პროგრამაში „ქცევის გამოყენებითი ანალიზის“ 7 მოდულიანი კურსი და ემზადება ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის.