თამარ ხარაბაძე
ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი
კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი,
თამარ ხარაბაძემ 2017 წლიდან დაიწყო მუშაობა გამმაში ქცევით თერაპევტად (ტექნიკოსად). ის ქცევის გამოყენებითი ანალიზით დაინტერესდა 2017 წლის იანვრიდან, როცა გაიარა ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი ჩვენ ცენტრში.
2018 წელს გაიარა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფრანკ პორტერ გრეჰამის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის (UNC) სასერტიფიკატო ონლაინ პროგრამა: Autism Focused Intervention Resourcec & Modules (Afirm Module), რაც მოიცავდა მონიტორინგის პროცესს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას, აუტიზმზე ორიენტირებული ინტერვენციისა და რესურსების გამოყენებას.
2019 წლიდან თამარი არის ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2023 წლიდან - ბავშვთა მენტალური ჯანრმთელობის საქართველოს ასოციაციის წევრი.
2022 წლიდან თამარი გახდა ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი.
2023 წლის აპრილში წარმატებით გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის კურსი „ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში“ და შეისწავლა ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასებისა და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტის VB-MAPP (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program) გამოყენება, ბავშვის განვითარების შეფასება და შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით ინდივიდუალური განმავითარებელი პროგრამის შემუშავება.
2023 წლიდან - თამარი ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სასერტიფიკატო პროგრამაში „ქცევის გამოყენებითი ანალიზის“ 7 მოდულიანი კურსი და ემზადება ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის.
2024 წელს თამარმა წარმატებით გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის კურსი: კომუნიკაციის, ქცევისა და ფუნქციური უნარ-ჩვევების კურიკულუმი, ცხოვრებისთვის აუცილებელი.