თამთა კომახიძე
ხელოვნებით თერაპევტი
თამთა კომახიძე 2022 წლიდან მუშაობს გამმაში ხელოვნებით თერაპევტად. მან 2017-2019 წლებში მიიღო თეორიული და პრაქტიკული განათლება ხელოვნებით თერაპიის მიმართულებით.
2011-2015 წლებში დაეუფლა ფსიქოლოგის პროფესიას, დაცული აქვს სადიპლომო ნაშრომი თემაზე ,,ადამიანის პიროვნული პრიორიტეტული ღირებულებები’’. პროფესიული პრაქტიკა მიიღო თავისუფალი პედაგოგიკის დღის ცენტრსა და თბილისის ვალდორფის სკოლაში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან. 2014-16 წლებში მიიღო განათლება, სოცილური თერაპიის მიმართულებით, პროფესიული გამოცდილება მიიღო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ზრდასრულ პირებთან, თერაპევტის დამხმარედ მუშაობით.
2016-2017 წელს მუშაობდა საჯარო სკოლის ინტეგრირებულ კლასში, სადაც ის იყო აუტიზმის მქონე მოსწავლეების სპეცპედაგოგი. 2018 წლიდან მუშაობს ვალდორფის საბავშვო ბაღში აღმზრდელად.