დიანა ცინარიძე
ქცევითი თერაპევტი
ფსიქოლოგიის ბაკალავრი
დიანა ცინარიძემ 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყო მუშაობა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „გამმაში“ ქცევის თერაპევტად (ტექნიკოსად). ის ქცევის გამოყენებითი ანალიზით დაინტერესდა 2022 წლის აპრილში, როცა გაიარა ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი ჩვენს ცენტრში.
2022 წელს გაიარა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფრანკ პორტერ გრეჰამის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის (UNC) სასერტიფიკატო ონლაინ პროგრამა: Autism Focused Intervention Resourcec & Modules (Afirm Module), რომელიც მოიცავდა მონიტორინგის პროცესს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას, აუტიზმზე ორიენტირებული ინტერვენციისა და რესურსების გამოყენებას.
2022 წელს მან დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც ეხებოდა „აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის ქცევის თავისებურებებს“, იმ თვითდამაზიანებელი და აგრესიული სახის მოქმედებებს, რომლებიც ახასიათებთ მოზარდებს. კვლევა ჩატარდა სხვადასხვა გარემოში: სკოლაში, რეაბილიტაციის ცენტრსა და ცდისპირის ოჯახში. აღმოჩნდა, რომ მოზარდის თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა მნიშვნელოვნად ხელს უშლის ჯანსაღი და სწორი კომუნიკაციის დამყარებას ურთიერთობისას.
დიანამ 2022 წელს გაიარა მაკ ჯორჯიას მიერ ორგანიზებული ონლაინ ტრენინგი თემაზე „სენსორული ინტეგრაციის ელემენტები და სახალისო აქტივობები“. ასევე, იმავე წელს და იმავე ორგანიზაციაში ონლაინ ტრენინგი თემაზე „ადრეული ინკლუზიური განათლება“. 2023 წელს - ABAPedia (Continuing Education & Professional Development) მიერ ორგანიზებული 5 საათიანი დისტანციური კურსი - „შიშთან დაკავშირებული ქცევა ბავშვებში“.
2023 წლიდან დიანა არის ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი.