გზამკვლევი კლიენტებისათვის

მენტალური (ფსიქიკური) ჯანმრთელობა ზოგადი ჯანმრთელობის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორიც ფიზიკური ჯანმრთელობა. არ არსებობს ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე. 

 

უკანასკნელი პერიოდის კვლევებით ყოველწლიურად ყოველ მე-5 ბავშვს ან მოზარდს უდგინდება მენტალური ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა.

 

დროული და სწორი მკურნალობის გარეშე პრობლემები ჩნდება შინ, სკოლაში ან მეგობრებთან ურთიერთობისას, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობაზე,განვითარებასა და აკადემიურ მოსწრებაზე, გრძელდება ზრდასრულ ასაკშიც ფსიქიკური ჯანმრთელობის იგივე ან სხვა პრობლემით ან ფიზიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემით, როგორიცაა სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება. 

 

თუ თქვენ ბავშვს აქვს ქცევის ან ემოციური რეგულაციის პრობლემები, პირველ რიგში უნდა ჩაეწეროთ კონსულტაციაზე ექიმთან (ფსიქიატრი/ნევროლოგი), რომელიც ბავშვის საჭიროების მიხედვით დანიშნავს დამატებით კვლევას ან დამატებითი სპეციალისტის კონსულტაციას. სხვადასხვა სპეციალისტის (მულტიდისციპლინური გუნდის) მიერ მოხდება ბავშვის შეფასება, დადგინდება დიაგნოზი და რეკომენდებული თერაპიული სერვისები. დიაგნოზისა და საჭირო თერაპიების შესახებ ინფორმაცია გაიცემა როგორც სიტყვიერად (შემაჯამებელ შეხვედრაზე), ასევე წერილობით (ექიმი გასცემს ფორმა № IV – 100/ა-ს).

 

მოგვმართეთ დროულად  და ანდეთ თქვენი ბავშვის მენტალური ჯანმრთელობა ჩვენ გუნდს!

გზამკვლევი კლიენტებისათვის