ფიზიკური ვარჯიში ეხმარება აუტიზმის მქონე პირებს შფოთვის დონის შემცირებაში

🧩შფოთვა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებში. ახალი კვლევის თანახმად: ვარჯიშმა შესაძლოა შეამციროს ემოციური რეგულაციის პრობლემები https://www.autism.org/exercise-may-help-to-lower…/…
🧩ჰეილინ ლი და კოლეგები აკვირდებოდნენ 78 აუტიზმის მქონე ბავშვს, რომელთა ასაკი 6-დან 9 წლამდე იყო. მკვლევრებმა გააანალიზეს მოსვენებულ მდგომარეობაში, მსუბუქი,ზომიერი, ზომიერიდან ძლიერ ან ძლიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობაში გატარებული დრო.
🧩კვლევის მიხედვით, სომატური სიმპტომები, პანიკა და გენერალიზებული შფოთვა, რომლებიც აღირიცხებოდა, კავშირში იყო ვარჯიშისთვის დათმობილ საშუალო დროსთან. გარდა ამისა, ემოციური მდგომარეობის მაჩვენებლები, რომელიც იზომებოდა სპეციალური კითხვარით, დაკავშირებული იყო ზომიერი ან ძლიერი დატვირთვის ვარჯიშისთვის დათმობილ საშუალო დროსთან.
🧩მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ აუტიზმთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: სოციალური სირთულეები და განმეორებადი ქცევები არ იყო კავშირში ფიზიკური დატვირთვის დონესთან.
🧩მკვლევრების აზრით მათი დასკვნები გამოადგებათ აუტიზმის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ემოციური სიმპტომების გაუმჯობესებით – დამატებითი მოტივაცია ჰქონდეთ დაკავდნენ სხვადასხვა ინტენსივობის ფიზიკური აქტივობით.

📚მასალა თქვენთვის მოამზადა ირინე ჩუნთიშვილმა, ჩვენი ცენტრის ფიზიკურმა თერაპევტმა.