როგორ დაეხმაროთ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვს სტრესის დაძლევაში?

????ყოველდღიურად ყველა განვიცდით სტრესს, რაც ჩვეულებრივი პასუხია ცვლილებებსა და გამოწვევებზე. სტრესს აქვს მიზანი – ეს არის სიგნალი მომზადებისთვის.
????აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს ხშირად უწევთ მოიძიონ ის სტრატეგიები, რაც დაეხმარებათ მათ შვილებს სხვადასხვა სტრესული სიტუაციის მართვასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში. ამიტომაც გადავწყვიტეთ მოგვეწოდებინა მასალა, რომელიც იმედია გამოგადგებათ.
????გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სტრესის დაძლევის ბევრი განსხვავებული სტრატეგია, რადგან არ არსებობს ერთი მიდგომა, რომელიც ყველასთვის იმუშავებს.
????ძლიერმა შფოთვამ და გაურკვეველმა სიტუაციებმა შეიძლება გამოიწვიოს არაადეკვატური ქცევა აუტიზმის მქონე ბავშვებში. ისეთი მცირე ცვლილებებიც კი, რაც სხვა პირების მიერ ჩვეულებრივად შეიძლება აღიქმებოდეს, აუტიზმის მქონე ბავშვებში ძლიერ შფოთვას იწვევს.
????აუტიზმის მქონე პირის სტრესული სიტუაციის მაგალითებია:
● სოციალური სიტუაციები – მაშინ როდესაც აუტიზმის მქონე ბავშვი ხვდება უცნობი ადამიანს ან ვინმეს, ვისთანაც თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ამან შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა.
● ზედმეტად სტიმულირებადი სენსორული გარემო – აუტიზმის მქონე პირს შეიძლება ჰქონდეს ჰიპერსენსიტიურობა (ჭარბი მგრძნობელობა) ხმამაღალ მუსიკაზე, მოულოდნელ ხმებზე, მკვეთრ ფერებზე, მოციმციმე შუქებზე და სხვა.
● გაუგებრობის განცდა – ადამიანებს ყოველთვის სურთ იყვნენ სხვების მიერ მიღებული და მათი ესმოდეთ. არსებობს აუტიზმის სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებული ქცევები, რომლებიც შეიძლება სხვებმა სწორად ვერ გაიგონ. ეს კი აუტიზმის მქონე ადამიანს თავს აგრძნობინებს დაუცველად, შფოთავენ და გაურბიან ურთიერთობას იმ პირებთან, რომლებიც მას ვერ უგებენ.
● რუტინისა და გარემოს მოულოდნელი ცვლილებები – უცვლელი რუტინა სასარგებლოა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის. თუ რაიმე იცვლება სკოლის განრიგში ან საკლასო ოთახში, ამან შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი რეაქცია.
????ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ რესურსები დამამშვიდებელი სტრატეგიების და თვითმართვის უნარების გაუმჯობესების შესახებ. ასეთი სტრატეგიები შეიძლება იყოს:
1. მუსიკის მოსმენა;
2. Ბუნებაში სეირნობა;
3. ვარჯიში;
4. ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა;
5. სასიამოვნო და დამამშვიდებელ საქმიანობაში ჩართვა;
6. სენსორული სათამაშოების გამოყენება;
7. მედიტაცია;
8. სააზროვნო სავარჯიშოების გაკეთება.
????ქცევით თერაპევტს, რომელიც შესაძლოა უკვე მუშაობს აუტიზმის მქონე ადამიანთან, შეუძლია მოგაწოდოთ რჩევები და ხრიკები, რომელიც დაგეხმარებათ სწორი სტრატეგიის შერჩევაში.
????როგორ გავიგოთ, სწორად შეირჩა თუ არა სტრატეგია და ეხმარება თუ არა სტრესის დაძლევაში?
????თავიდანვე რთულია იმის დანახვა, მუშაობს თუ არა სტრესის დაძლევის სტრატეგიები აუტიზმის მქონე პირზე. მშობლებს შეუძლიათ გააგრძელონ უნარების სწავლება და ყურადღება მიაქციონ ქცევის ფუნქციას, კერძოდ მათ უნდა იცოდნენ, რა იწვევს დისტრესს ბავშვში, რა არის ამ ქცევის წინაპირობა და ამის შემდეგ მოიძიონ სტრატეგიები სტრესის ეფექტების შესამსუბუქებლად და დამშვიდებისათვის. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, რომელიც ამშვიდებს მას, სხვისთვის ვარჯიში და ა.შ.
????შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია, მშობელი დაეხმაროს ბავშვს სტრესული სიტუაციის დაძლევის უნარის პოვნაში, რომლებიც საუკეთესოდ მუშაობს კონკრეტულად მისთვის.
????უნდა გვახსოვდეს, რომ აუტიზმის მქონე ბავშვები იზრდებიან და ხდებიან აუტიზმის მქონე ზრდასრულები, და უნარები, რომლებსაც ისინი ბავშვობაში სწავლობენ, შეიძლება სასარგებლო იყოს მათთვის ზრდასრულ ასაკშიც.
????მასალა თქვენთვის მოამზადა ანა სხულუხიამ, ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგმა და ქცევითმა თერაპევტმა.