მაია გაბუნია

ცენტრის დირექტორი

ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი

განათლება 1976-1982 – პედიატრი, ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი

2004 – მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია

 

მუშაობის გამოცდილება
1982-1987 – თბილისის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო, ექიმი-რეანიმატოლოგი;

1987-1989 – თბილისის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი, ექიმი-რეანიმატოლოგი;

1989-1998 – თბილისის #2 ბავშვთა საავადმყოფოს ნერვული განყოფილება, ექიმი-ნევროლოგი;

1998-2007 – თბილისის ბავშვთა ნევროლოგიისა   და ნეირორეაბილიტაციის ცენტრი, ექიმი-ნევროლოგი;

2007-2012 – ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პედიატრიული ნევროლოგიის პედაგოგი (ხელშეკრულებით)

2008–2012 – ბავშვთა ნევროლოგი, ავერსის კლინიკა.

2001-2018 – დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, ნერვულ სნეულებათა კათედრა, ასისტენტ-პროფესორი.

2012–2015 – ნეიროგანვითარების ცენტრის მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

2015-დან დღემდე – მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას დირექტორი.

სხვა საქმიანობა 2001-დან დღემდე – საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი; 2004-2015 – საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის გენერალური მდივანი;

2001-დან დღემდე – საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის მიერ მომზადებული 12 უსგ პროგრამის ლექტორი;

2006-დან დღემდე – ევროპის ბავშვთა უნარშეზღუდულობის აკადემიის (EACD) წევრი;

2015-2022 – ევროპის ბავშვთა უნარშეზღუდულობის აკადემიის (EACD) ეროვნული კოორდინატორი;

2009-2015 – ევროპის პედიატრ-ნევროლოგთა საზოგადოების (EPNS) წევრი;

2008-2009 – მკვლევარი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში: “აუტისტური სპექტრის აშლილობები საქართველოში: დიაგნოსტიკის და ეპიდემიოლოგიის საკითხები”, გრანტი # GNSF/ST07/6-229;

2009-2010 – პროექტის “აუტისტური სპექტრის აშლილობების დიაგნოსტიკა და სკრინინგი საქართველოში” მენეჯერი, ფონდი ღია საზოგადოება “საქართველო”

2011-2012 – პროექტის “კოალიცია აუტიზმისთვის” მენეჯერი, USAID EWMI G-PAC-ის გრანტი 604 11 211 3016 20;

2012-2014 – პროექტის დირექტორი, “კოალიცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის”, USAID EWMI G-PAC-ის გრანტი 805 12 210 3016 20;

2012-2014 – პროექტის დირექტორი, “ადრეული განვითარების პროექტი – საქართველო”, ლონდონის ფონდ ღია საზოგადოების გრანტი Med/21/12-18831;

2013-2016 – პროექტის დირექტორი “ბავშვის განვითარების სკრინინგული ტესტების ადაპტირება”, ლონდონის ფონდ ღია საზოგადოების გრანტი 19629;

2015-2023 – ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის თავმჯდომარე;

2015-16 – საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის თავმჯდომარე;

2015-2016 – პროექტის დირექტორი “ბავშვთა ადრეული ინტერვენციის სერვისისა და სისტემის განვითარება საქართველოში”, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს გრანტი Med/28/15 – 20172;

2016 – ახალგაზრდა მეცნიერთა სეზონური სკოლის „ნეიროგანვითარებითი დარღვევები – მტკიცებულებები და შესაძლებლობები“ სამეცნიერო ხელმძღვანელი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი SS16_B_006;

2017-18 – სამეცნიერო ხელმძღვანელი, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის 30-ე კონფერენცია “ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ”, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი MG_CG_02;

2017 – თანაავტორი, ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფცია, საქართველოს პარლამენტის დადგენილება N282-IIს;

2018 – თანაავტორი, აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა, სახელმწიფო სტანდარტი;

2019-2021 – ექსპერტი, აუტიზმის სპექტრის აშლილობების მქონე პირთა სერვისების გაუმჯობესება, ჩეხეთის კარიტასი საქართველოში;

2019-2022 – სამეცნიერო ხელმძღვანელი, აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი FR-18-304;

23 შრომისა და 4 მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი.