სპეცპედაგოგი

სპეციალური განათლების პედაგოგი (სპეცპედაგოგი) მუშაობს მოსწავლეებთან, რომელთაც აქვთ დასწავლის, ფსიქიკური, ემოციური და ფიზიკური დარღვევების ფართო სპექტრი. ის ადაპტირებას უწევს ზოგად სასწავლო გეგმას, აფასებს მოსწავლის შესაძლებლობებს და ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომელიც თითოეული ბავშვის შესაძლებლობებს ითვალისწინებს. სერვისის ფარგლებში აქცენტი კეთდება ისეთ ძირითად უნარებზე, როგორიცაა კითხვა, წერა და მათემატიკური უნარები.