რა არის დისლექსია?

ჩვენი ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი და ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი „მთავარის“ დილის ეთერში საუბრობს დისლექსიის შესახებ.

აქვე მოგაწვდით თვითშეფასების კითხვარს ზრდასრულებისთვის (Fran Levin Bowman & Vincent Culotta), რომელიც ხელმისაწვდომია დისლექსიის საერთაშორისო ასოციაციის ვებგვერდზე:

  1. კითხულობ ნელა?
  2. გქონდა სირთულე კითხვის სწავლისას სკოლაში?
  3. 2-3 ჯერ გჭირდებოდა წაკითხვა აზრის გამოსატანად?
  4. ხმამაღლა კითხვა დისკომფორტულია შენთვის?
  5. კითხვისას ან წერისას მარცვლებს ყლაპავ? ანაცვლებ? ამატებ?
  6. წერისას უშვებ შეცდომებს?
  7. მრავალმარცვლიანი სიტყვების წარმოთქმა გიჭირს კითხვისას?
  8. წიგნების და რომანების კითხვას ჟურნალების და მოკლე სტატიების კითხვას ამჯობინებ?
  9. უცხო ენის სწავლა გიჭირდა სკოლაში?
  10. თავს არიდებ ისეთ საქმეს, რაც ბევრ კითხვას მოითხოვს?

თუ ჩამოთვლილთაგან 7 ან მეტ კითხვაზე თქვენი პასუხი დადებითია, სავარაუდოდ თქვენ უნდა მიმართოთ სპეციალისტს დისლექსიის გამოსარიცხად.