ლაპარაკის დაგვიანებით დაწყება თუ ენისა და მეტყველების განვითარების პრობლემები?

ყველა მშობელმა იცის თავისი შვილის შესაძლებლობები, რა გამოსდის იოლად და რისი გაკეთება უჭირს. აკვირდება მის თანატოლებს და ადარებს მათ.
თუ ამჩნევთ, რომ თქვენი ბავშვის მეტყველების განვითარება განსხვავდება თანატოლებისგან, ალბათ გიჩნდებათ კითხვა: აქვს თუ არა მას ენის პრობლემები და დაგვიანებულია თუ არა მეტყველება?
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ენისა და მეტყველების განვითარების ნორმები დადგენილია, არსებული გარემო ფაქტორები ხელს უწყობს ან აფერხებს მეტყველების განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეტყველო გარემო, ენის დასწავლის თანდაყოლილი უნარი, გარშემო მყოფთა რეაქცია ბავშვის კომუნიკაციის მოთხოვნაზე.
ტერმინი „დაგვიანებული მეტყველება“ გულისხმობს მეტყველების განვითარების შეფერხებას ადრეულ ასაკში. ასეთი ბავშვების დაახლოებით ნახევარი 3 ან 4 წლის ასაკისთვის ეწევა თანატოლების განვითარებას, მაგრამ მაინც რჩებათ ენისა და მეტყველების გარკვეული პრობლემები.
მშობლებმა არ უნდა დაკარგოთ დრო იმის მოლოდინში, რომ თანატოლების მსგავსად თქვენი შვილიც დაეწევა თავის ასაკს. თუ თქვენ გაღელვებთ ბავშვის მეტყველების განვითარება, ჩვენი რჩევაა დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც გირჩევთ თუ როგორ შეუქმნათ ბავშვს საუკეთესო სამეტყველო გარემო ან პრობლემის არარსებობის შემთხვევაში მშვიდად გააგრძელებთ თქვენი შვილის განვითარების ეტაპებზე დაკვირვებას.
ქვემოთ მოცემულია ცხრილი, სადაც მითითებულია ბავშვის ენისა და მეტყველების ტიპური განვითარება ასაკის მიხედვით. ეს გამოგადგებათ თქვენი ბავშვის ენისა და მეტყველების განვითარების ობიექტური შეფასებისთვის.
აქვე განვმარტავთ, რომ:
რეცეპტული მეტყველება არის ადამიანის უნარი აღიქვას გარემოდან მიღებული მხედველობითი ან სმენითი ინფორმაცია და გამოიტანოს შინაარსი.
ექსპრესული მეტყველება კი არის ადამიანის უნარი ენის გამოყენებით გადმოსცეს თავისი აზრები და სურვილები.

 

ენისა და მეტყველების თერაპევტები:
ანკა შამათავა
თიკო ანთიძე