ინფორმატოლოგია – დაგვიანებული მეტყველება

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ რა არის დაგვიანებული მეტყველება, ჯერ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ ვითარდება მეტყველება ბავშვის ტიპური განვითარების დროს.

  • 1 წლის ასაკისთვის იწყება პირველი სიტყვების წარმოთქმა, რაც შეიძლება იყოს ნაცნობი ადამიანების სახელები ან საგნების დასახელება.
  • 18 თვისთვის ბავშვი უნდა იყენებდეს სულ მცირე 20 სიტყვას, რომლებიც შეიძლება იყოს სხვადასხვა კატეგორიის: არსებითი სახელი (მაგ.: ფაფა, დედა), ზმნა (მაგ.: ჭამა, მოდი), მიმართულების აღმნიშვნელი სიტყვა (მაგ.: ზემოთ), ზედსართვი (მაგ.: სუფთა, ცხელი) და სოციალური სიტყვები (მაგ.: გამარჯობა, ნახვამდის).
  • 2 წლის ასაკისთვის იყენებს სულ მცირე 100 სიტყვას და ორი სიტყვის კომბინაციას. ეს შედგენილი ფრაზები ბავშვის მიერ შედგენილი კომბინაციები უნდა იყოს და არა – ისეთი დასწავლადი ფრაზები, როგორიც არის მაგ.: დიდი მადლობა.

რა არის დაგვიანებული მეტყველება, ვინ არიან ბავშვები, რომლებიც გვიან იწყებენ ლაპარაკს?

ეს ტიპური განვითარების ის ბავშვებია, რომელთა ასაკიც 18-დან 30 თვემდეა. მათ აქვთ სალაპარაკო ენის გაგების კარგი უნარი, მოტორული და თამაშის კარგი უნარები, მაგრამ მათი ასაკისთვის შეზღუდული სიტყვის მარაგი. ასეთ დროს ძირითადი სირთულე ექსპრესული ენაა. უცნაურიც სწორედ ეს არის, რომ მეტყველების განვითარების ყველა საჭირო საფეხური მათ გავლილი აქვთ, თუმცა ძალიან ცოტას ან საერთოდ ვერ საუბრობენ.

რა იწვევს დაგვიანებულ მეტყველებას?

გამომწვევი მიზეზი ტიპური განვითარების ბავშვებში უცნობია. ცნობილია მხოლოდ რისკ-ფაქტორები.

ბავშვთან დაკავშირებული ფაქტორებია:

  • სქესი – ბიჭებს მეტი რისკი აქვთ;
  • მოტორული განვითარება – ბევრ მათგანს აღენიშნება მოტორული განვითარების შეფერხება;
  • პრობლემები დაბადებისას – დაბადების წონა დაახლოებით 85%-ით ნაკლებია ოპტიმალურ წონაზე და ორსულობის 37 კვირაზე ადრე იბადებიან;
  • ენის განვითარება 12 თვის ასაკში.

ოჯახური ფაქტორებია:

  • ოჯახური ისტორია – ოჯახის წევრს ჰქონდა მეტყველების დაგვიანება;
  • და-ძმის არსებობა – იშვიათად აქვთ დედისერთებს;
  • დედის სოციო-ეკონომიკური სტატუსი – დაბალი სოციო-ეკონომიკურ ოჯახებში რესურსების და დროის არასწორი გადანაწილების გამო ვერ ხდება ენის განვითარების სტიმულირება.

რატომ არის აუცილებელი ყურადღება მივაქციოთ ბავშვს, რომელიც აგვიანებს ლაპარაკის დაწყებას. აღმოჩნდა, რომ 5 ასეთი ბავშვიდან ერთს შესაძლოა მოგვიანებითაც ჰქონდეს მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც ადრეულ ასაკში ჩარევის შემთხვევაში არ ექნებოდა.

რა თერაპია გამოიყენება?

თერაპია გულისხმობს არაპირდაპირ ჩარევას, რომელიც ოჯახზე ორიენტირებულია. მშობელი იღებს რჩევებს, როგორ მოხდეს ენის განვითარება და როგორ დაეხმაროს ბავშვს ლაპარაკის დაწყებაში. ენისა და მეტყველების თერაპევტი მხოლოდ აკვირდება პროცესს და პერიოდულად ს მიერ.