ბავშვი და ძაღლი

შინაური ცხოველები ოჯახის მნიშვნელოვანი წევრები არიან. პედიატრები ხშირად საუბრობენ შინაური ცხოველის სახლში ყოლის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ბოლო დროის კვლევებით, რომლებიც სწავლობდა იმ ბავშვების ჯანმრთელობისმდგომარეობას, რომლებსაც სახლში ძაღლი ჰყავთ,აღმოჩნდა რომ ასეთ ბავშვებს სტატისტიკურად მნიშვნელოვნად დაბალი აქვთ შფოთვა.
დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებში ტარდება მრავალი კვლევა ადამიანისა და ცხოველის ურთიერთქმედების შესახებ, რამდენად ეფექტურია ძაღლის ყოლა ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის. არსებობს თერაპია შინაური ცხოველების დახმარებით – იგულისხმება შინაური ცხოველისა და ადამიანის ურთიერთობის გამოყენება ფსიქოთერაპიაში. ჩვილების მიერ წარმოთქმული ერთ-ერთი პირველი სიტყვა „დედა“ და „მამა“-ს ნაცვლად ხშირად სწორედ იმ ცხოველის სახელია, რომელიც მათთან ცხოვრობს. ბავშვები ბევრს სწავლობენ თავიანთი შინაური ცხოველისგან.

მოზარდებს, რომლებსაც ჰყავთ ძაღლები, უწევთ მათი გასეირნება და მათთან ერთად სიარული. სწორედ ამიტომ, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციას გვაძლევს, რომ ვიყოლიოთ ძაღლი, რომ წახალისდეს ფიზიკური აქტივობა, რაც თავიდან აგვაცილებს სისხლძარღვთა დაავადებებს. ასევე, შეიძლება ეს იქცეს სოციალიზაციის ერთ-ერთი საშუალებადაც.
ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში ძაღლის ყოლა ითვლება ფიზიკური აქტივობის გაზრდის საშუალებად 5-12 წლის ბავშვებში. ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლის ყოლა ამცირებს ჭარბი წონის განვითარების რისკს.
ერთ-ერთი კვლევით, რომელშიც მონაწილეობდა 643 ბავშვი, დადგინდა რომ ძაღლის ყოლა ნამდვილად ამცირებს შფოთვას ბავშვებში.
რატომ ძაღლი და არა სხვა შინაური ცხოველი? – იმიტომ, რომ ის ყველაზე გავრცელებული შინაური ცხოველია. ასევე, ძაღლი მეტადაა ემოცურად დამოკიდებული ადამიანზე. ძაღლს აქვთ ადამიანებთან თანაცხოვრების 10,000 წლიანი გამოცდილება, ის კარგად ცნობს და გრძნობს ჩვენს ემოციებსა და მდგომარეობას.
ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ნამდვილად არ წარმოადგენს ის, რომ მშობლებმა შვილს ნაძვის ხის ქვეშ დაუტოვონ ლეკვი და ეს აღქმული იყოს როგორც შფოთვის მკურნალობა.
ძაღლის ყოლა ავტომატურად არც ბავშვის ფიზიკური აქტივობის მომატებას ნიშნავს. ძაღლი არ იქნება სასწაულმოქმედი ამ მხრივ, თუმცა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვნახოთ სარგებელი.

 

მოამზადა გვანცა სოსელიამ