ახალი ინფორმაცია აუტიზმის შესახებ

კვლევა გამოქვეყნდა 2023 წლის 26 იანვარს ჟურნალში „Pediatrics” https://publications.aap.org/…/Prevalence-and…
📍აუტიზმის სპექტრის აშლილობები კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად და მისი პრევალენტობა (გავრცელება) კვლავაც ზრდადია. აღმოჩნდა, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში (2000 წ) 1%-დან გაიზარდა (2016 წელს) 3%-მდე, ზრდა კვლავ გრძელდება და ზოგ ქვეყნებში 5%-საც აღწევს.
📍ასევე, აღმოჩნდა, რომ ზრდა განსაკუთრებით მკვეთრია იმ შემთხვევებში, სადაც არ არის ინტელექტუალური ფუნქციის დარღვევა – 5-ჯერ ანუ 500%-ით, ხოლო ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის შემთხვევებში მხოლოდ 2-ჯერ ანუ 200%-ით. ამ განსხვავების მიზეზად მკვლევრები ასახელებენ ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის გარეშე შემთხვევების რთულ დიაგნოსტიკას და ბოლო პერიოდში დიაგნოსტიკის უფრო და უფრო გაუმჯობესებას. იქ, სადაც აუტიზმს ახლავს ინტელექტის პრობლემა, ეჭვის მიტანა შედარებით ადვილია და დიაგნოსტიკაც დროულად ხდებოდა და ხდება, ხოლო ინტელექტის პრობლემის გარეშე შემთხვევების დიაგნოსტიკა მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს და მხოლოდ ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა.
📍კვლევა მიმოიხილავს დღეისთვის არსებულ სიტუაციასაც და აჯამებს, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე პირების 2/3-ს არა აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა. ამავე დროს ინტელექტუალური შესაძლებლობები კვლავ რჩება აუტიზმის გამოსავლის საუკეთესო პრედიქტორად.
📍იმავეს ადასტურებს, ამავე ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც კანადაში ჩატარდა (Penner M, et al. 2023). აღმოჩნდა, რომ იმ შემთხვევაში როცა პედიატრი ეჭვს გამოთქვამს, რომ არის აუტიზმი, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა მასთან თანხვედრაშია 89%-ში, ხოლო როდესაც პედიატრი არ ფიქრობს, რომ აუტიზმია, მულტიდისციპლინური გუნდი მხოლოდ 60%-ში ეთანხმება ანუ შემთხვევათა 40%-ში პედიატრის დასკვნა არასწორია.
📍ეს 2 თანამედროვე კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუტიზმის დიაგნოსტიკა იოლი არ არის განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვს ინტელექტუალური შესაძლებლობების პრობლემა არ აქვს.