ქცევითი (ABA) თერაპია

ქცევითი თერაპია ეფუძნება ქცევის გამოყენებით ანალიზს, რომელიც არის მეცნიერება დასწავლის პროცედურებისა და ადამიანის ქცევის შესახებ. ის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისტემატური მიდგომაა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევის დასწავლა. აქცენტი კეთდება ქცევის წინაპირობასა და შედეგზე. სწორედ წინაპირობისა და შედეგის მანიპულირებით ხდება არასასურველი ქცევის ჩანაცვლება სოციალურად მისაღები ქცევით. თერაპია იწყება ინდივიდის ქცევაზე დაკვირვებით,  ქცევის შეფასებით, მონაცემების გაანალიზებით, ინდივიდუალური გეგმის შედგენით და ამ გეგმის პრაქტიკაში განხორციელების მონიტორინგით. მუშაობა მიმართულია დეფიციტური უნარის განვითარებაზე (მაგ: კომუნიკაცია, ადაპტური ქცევა) და პრობლემური ქცევის შემცირებაზე (მაგ: აგრესიული, თვითდამაზიანებელი ქცევა).