ხელოვნებით თერაპია

ხელოვნებით თერაპია წარმოადგენს ფსიქოთერაპიის და ფსიქოკორექციის მიმდინარეობას, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნებაზე და კრეატიულობაზე.

ის ხელს უწყობს პიროვნების ჰარმონიზაციას, გაძლიერებას და განვითარებას, აგროვებს მასალას ფსიქოდიაგნოსტიკისთვის, არის დამხმარე მეთოდი ფსიქოთერაპიული მკურნალობის პროცესში, ეხმარება პაციენტს დათრგუნული აზრებისა და გრძნობების გადამუშავებაში, ავითარებს შემოქმედებით უნარებს და ამაღლებს თვითშეფასებას.