ძილის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ჩაძინების პრობლემა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებში

ჟურნალი Pediatrics-ის (ამერიკის პედიატრიის აკადემიის ჟურნალი) გასული თვის ნომერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით აუტიზმის მქონე ბავშვებს სხვა ბავშვებთან შეადრებით უფრო მეტად უჭირთ ჩაძინება და ძილის უწყვეტობის შენარჩუნება.

მკვლევარებმა შეისწავლეს 2-დან 5 წლამდე ასაკის 2000-მდე ბავშვის ძილის ჩვევა და აღმოაჩინეს, რომ ყოველი 4-დან 1 ბავშვს ჰქონდა ძილის პრობლემა, ხოლო აუტიზმის სპექტრის შემთხვევაში 2-ჯერ უფრო მეტ ბავშვს.

აუტიზმის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ შფოთვა, უჭირთ ერთი აქტივობიდან მეორეზე გადართვა და მათ ორგანიზმში მელატონინის გამომუშავებაც განსხვავებულია, რაც მკვლევართა ვარაუდით შესაძლოა ხელს უწყობდეს ძილის პრობლემების არსებობას.

ძილის პრობლემის არსებობა მნიშვნელოვნად ცვლის როგორც ბავშვის, ასევე მისი ოჯახის ცხოვრების ხარისხს, ამიტომაც მკვლევარები მოუწოდებენ პედიატრებს და ოჯახის ექიმებს, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მშობლებს ძილის ჰიგიენის დაცვის შესახებ.

წყარო: https://www.aap.org/en-us/about-the-aap/aap-press-room/pages/Children-with-Autism-Spectrum-Disorder-Experience-Poor-Sleep-Habits.aspx?fbclid=IwAR2FqjxkuIJDaEcS3e7DIQ0FvwBMmIn96p8r0JTrCDIwP8YjbyvediYr_OM