ჩვენ შესახებ

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი არის მულტიდისციპლინურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც გთავაზობთ სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციის, მეტყველების, ქცევის და გონებრივი განვითარების პრობლემები მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების შეფასებას, კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, რეკომენდაციებს და მართვას.

ჩვენი მიზანია ხარჯთ-ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება.

ჩვენი მისიაა ჩვენ პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან და სხვა ორგანიზაციებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება.

ჩვენი ფასეულობებია: ჰუმანურობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, თანასწორობა, ხელმისაწვდომობა, შემწყნარებლობა.

ჩვენი გუნდი შედგება ლიცენზირებული:

  • ბავშვთა ფსიქიატრის,
  • ნევროლოგის,
  • ფსიქოლოგის,
  • ქცევითი თერაპევტის,
  • ენისა და მეტყველების თერაპევტის,
  • სპეცპედაგოგის,
  • ხელოვნებით თერაპევტის,
  • ფიზიკური თერაპევტის და
  • სენსორული თერაპევტისგან.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ: თბილისში – 558999985 ან 2999400, ბათუმში –  514999494

ჩვენთან შესაძლებელია ისეთი დარღვევებისა და მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიცაა:

  • აუტიზმი და აუტიზმის სპექტრის აშლილობები
  • ენისა და მეტყველების სპეციფიკური აშლილობები:
    • მეტყველების არტიკულაციის სპეციფიკური აშლილობები
    • რეცეფტული ენის დარღვევები
    • ექსპრესული ენის დარღვევები
  • სასკოლო ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებული სპეციფიკური აშლილობანი:
    • კითხვის სპეციფიკური აშლილობა
    • მართლწერის სპეციფიკური დარღვევები
    • არითმეტიკული ოსტატობის წარმოების (თვლის) სპეციფიური აშლილობა
  • სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა
  • ქცევის ჰიპერკინეტიკული აშლილობა (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი)
  • ტიკები და ტურეტის სინდრომი
  • ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა
  • სხვა ქცევითი და ემოციური აშლილობანი განვითარებული ბავშვებსა და მოზარდებში
    • არაორგანული ენურეზი
    • არაორგანული ენკოპრეზი

ჩვენ ცენტრში ტარდება სადიაგნოსტიკო და სკრინინგული კვლევები:

  1. 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების სკრინინგული შეფასება (ასაკისა და ეტაპების კითხვარი ASQ-3 და ASQ:SE);
  2. აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევა: ბავშვზე დაკვირვება (აუტიზმის დიაგნოსტიკური დაკვირვების სქემა ADOS);
  3. აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევა: მშობლის ინტერვიუ (აუტიზმის დიაგნოსტიკური ინტერვიუ ADI-R);
  4. აუტიზმის სკრინინგული შეფასება (აუტიზმის მოდიფიცირებული, განახლებული კითხვარი ადრეული ასაკის ბავშვებისთვის M-CHATR);
  5. ადაპტური ქცევის შეფასება ვაინლანდის სკალით (ადაპტური ქცევის შეფასების ვაინლანდის სკალა Vineland – II);
  6. ინტელექტისა და კოგნიტური უნარების შეფასება ლეიტერისა და ვექსლერის სკალებით (ლეიტერის საერთაშორისო სკალა – Leiter-3 და ვექსლერის სკოლამდელი და პირველადი ინტელექტის სკალა – WPPSI-IV);
  7. სამეტყველო ენის შეფასება რეინელის სკალით (რეინელის ენის განვითარების ახალი სკალა NRDLS – II);
  8. სასკოლო მზაობის შეფასება;
  9. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის შეფასება იელ-ბრაუნის ობსესიურ-კომპულსიური სკალით (Yale-Brown OCS);
  10. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის შეფასება ვანდერბილტის ტესტით (NICHQ Vanderbildt Assessment Scale).

მენტალური (ფსიქიკური) ჯანმრთელობა ზოგადი ჯანმრთელობის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორიც ფიზიკური ჯანმრთელობა. მასაც სჭირდება დროული და სწორი მკურნალობა, რის გარეშეც ბავშვს შეიძლება პრობლემები შეექმნას შინ, სკოლაში ან მეგობრებთან ურთიერთობისას, ზეგავლენა იქონიოს მის განვითარებასა და აკადემიურ მოსწრებაზე, გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკში ფსიქიკური ჯანმრთელობის იგივე ან ფიზიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემით, როგორიცაა სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული პრობლემა.

განვითარებული ქვეყნების მონაცემებით ყოველწლიურად 17 წლამდე ასაკის ყოველ მე-5 ბავშვს ან მოზარდს უდგინდება მენტალური ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა. მსგავსი ეპიდემიოლოგიური კვლევები საქართველოში არ ჩატარებულა, ამიტომ უცნობია, რამდენ ბავშვს ან მოზარდს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა.

მოგვმართეთ დროულად  და ანდეთ თქვენი ბავშვის მენტალური ჯანმრთელობა ჩვენ გუნდს!