ფიზიკური თერაპია

ფიზიკური თერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ფიზიკური ფუნქციის გასაუმჯობესებლად ან აღსადგენად.  მისი მიზანია პიროვნების ყოველდღიური ფიზიკური აქტივობების (სიარულის, კიბეზე ასვლის, წამოდგომის,  კოორდინაციის და სხვ.) გაუმჯობესება.

საწყის ეტაპზე ხდება მოტორული ფუნქციების (ძალის, კოორდინაციის, სახსრებში მოძრაობის სიფართის და სხვა) შეფასება. თერაპია კი მოიცავს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ვარჯიშებსა და სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენებას.