ტოქსიკური სტრესი

„ბავშვს უნდა ჰყავდეს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს ირაციონალური ემოციური კავშირი ამ ბავშვთან და გიჟდება მასზე“, ამბობს ამერიკელი ფსიქოლოგი, პროფესორი ური ბრონფერბრენერი.

რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის იმ ადამიანებს, ვისთანაც ბავშვი იზრდება? როდის ითვლება სტრესი ტოქსიკურად? როგორ დავეხმაროთ ბავშვს სტრესთან გამკლავებაში? რა რეკომენდაციებს გვაწვდის ამერიკის პედიატრიის აკადემიის წლევანდელი დოკუმენტი, რომელიც ამავე აკადემიის კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევების შედეგებს ეყრდნობა?

ვსაუბრობთ ჩვენი ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ბავშვთა ფსიქოლოგ ეკა ბაძაღუასთან ერთად.

#საუბრებიფსიქიკურჯანმრთელობაზე