სენსორული თერაპია

სენსორული თერაპია ანუ სენსორული ინტეგრაციის თერაპია გამოიყენება განვითარების ან ქცევის დარღვევების მქონე ბავშვებისთვის გარემოდან მიღებული სენსორული (მგრძნობელობის) სტიმულის გადამუშავების პრობლემის,  სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციის შემთხვევაში. სენსორული თერაპია იყენებს ისეთ აქტივობებს, რომლის საშუალებითაც უმჯობესდება სენსორული სისტემის ფუნქცია, ხდება ვესტიბულური, პროპრიოცეპტული, სმენის, ტაქტილური, მხედველობის და სხვა ტიპის სტიმულის მიწოდება ჯაგრისის, ბურთების, ქანაობის ან სხვა სპეციფიკური მოწყობილობების საშუალებით.