#საუბრებიფსიქიკურჯანმრთელობაზე რა არის პროკრასტინაცია?

განვაახლეთ ციკლი “საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე”. ამჯერად ვისაუბრებთ “პროკრასტინაციის” შესახებ. ეს სიტყვა ლათინური წარმოშობისაა, სადაც pro – თავსართია და მიანიშნებს ვისიმეს ან რისიმეს მომხრეს, ხოლო crastinus – ხვალისას ანუ პროკრასტინაცია ნიშნავს მნიშვნელოვანის საქმის გადადებას, გაჭიანურებას. პროკრასტინაციის გავლენის და დაძლევის გზების შესახებ გვესაუბრება ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია.