სად შეიძლება დასაქმდეს აუტიზმისა და ასპერგერის სინდრომის მქონე პირი?

აუტიზმისა და ასპერგერის სინდრომის მქონე ზრდასრულ პირთათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასაქმებას, რადგან სამსახურის ქონა ამცირებს სოციალური იზოლაციის რისკს, აუმჯობესებს მათ სოციალიზაციას და საშუალებას აძლევთ იცხოვრონ მაქსიმალურად დამოუკიდებლად. აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე პირთა დასაქმება ზოგადი ბარიერების გარდა, სპეციფიკურ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული, მათ შორის პროფესიის სწორად შერჩევასთან.

პროფესიისა და სამსახურის შერჩევისას გასათვალისწინებელია პიროვნების ინდივიდუალური ძლიერი და სუსტი მხარეები და ინტერესთა სფეროები.
გაგაცნობთ დასაქმების იმ სფეროებს, სადაც ასა-ს მქონე პირები წარმატებით მოღვაწეობენ:

დასაქმების რეკომენდებული სფეროები ვიზუალური (მხედველობითი) მეხსიერების მქონე პირთათვის
 პროგრამისტი
 გრაფიკოსი
 რეკლამების და მაკეტების კეთება
 ფოტოგრაფი, ოპერატორი
 ძაღლების მწვრთნელი, ვეტერინარის დამხმარე
 ავტომობილის მექანიკოსი
 კომპიუტერების შეკეთება
 მებაღე
 დურგალი, ოქრომჭედელი, კერამიკაზე მომუშავე
 ვებ-გვერდის დიზაინერი
 სამშენენბლო სამუშაოები (შემდუღებელი, მჭედელი, შიდა სარემონტო სამუშაოები)
 ვიდეო თამაშების დიზაინერი

დასაქმების რეკომენდებული სფეროები არავიზუალური, ხანგრძლივი მუშა მეხსიერების მქონე პირთათვის (ვინც თავს კარგად გრძნობს ციფრებთან, აქვს სმენა და უყვარს მუსიკა)
 ბუღალტერი
 ბიბლიოთეკარი
 პროგრამისტი
 ჟურნალისტი (ფაქტების ზედმიწევნით ზუსტად გადმოცემა)
 რედაქტორის დამხმარე
 ტაქსის მძღოლი
 ფორტეპიანოსა და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტების ამწყობი
 საბუთების დამხარისხებელი
 სატელევიზიო მაღაზიების თანამშრომელი
 ფიზიკოსი, მათემატიკოსი

დასაქმების რეკომენდებული სფეროები არავერბალი და მცირე ლექსიკური მარაგის მქონე პირთათვის
 ბიბლიოთეკის მუშაკი (წიგნების თაროებზე დამხარისხებელი)
 ასლების გადამღები
 ოფისების, სართულების დამლაგებელი, ფანჯრების მწმენდავი
 მაღაზიის თაროებზე პროდუქციის დამხარისხებელი
 მებაღე, დიდ ოფისებში ყვავილების მომვლელი
 სწრაფი კვების ობიექტებზე: დამლაგებელი, ჭურჭლის მრეცხავი, მზარეულის დამხმარე
 ტექსტის ამკრეფი, მონაცემების შემყვანი (კარგი ნატიფი მოტორიკის შემთხვევაში)

პროფესიის არჩევისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ ასას-ს მქონე პირთა უმრავლესობას უჭირს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება და სოციალურ ურთიერთობებში მოქნილობის გამოვლენა. ამიტომაც შესაძლებელია გაუჭირდეთ ისეთ სამსახურებში, როგორიცაა:
 მზარეული სწრაფი კვების ობიექტში
 მიმტანი
 კაზინოს დილერი
 ტაქსის დისპეჩერი
 ავიაკომპანიის აგენტი
 მოლარე
 სასტუმროს მიმღები ან ტელეფონის ოპერატორი

აღსანიშნავია, რომ დამსაქმებლებმა უნდა გაითვალისწინონ ასა-ს მქონე პირთა საჭიროებები და მკაფიოდ განსაზღვრონ დასაქმებულ პირთა მოვალეობები და დღის წესრიგი.

ჩვენს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას. იმედია თქვენც გამოგადგებათ თქვენი შვილის მომავლის დასაგეგმად.

 

მოამზადა ქცევითმა თერაპევტმა ქეთი კირცხალიამ