რჩევები აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისთვის

აუტიზმის მქონე ბავშვის მდგომარეობა ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

 

აღმოჩნდა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების სტრესის ინდექსი ტიპური განვითარების ბავშვების მშობლების სტრესის ინდექსზე 4-ჯერ მაღალია. სტრესის დროს კი შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია.

 

გთავაზობთ გავრცელებულ შეცდომებს და მათი თავიდან არიდების გზებს.

 

  • ინტერვენციის შერჩევა აუტიზმის სიმპტომების აღმოფხვრის მიზნით.

 

ინტერვენციის შერჩევა უნდა მოხდეს ბავშის უნარების გაუმჯობესებისა და მისი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით და არა აუტიზმის სიმპტომების გასაქრობად.

 

  • თერაპიული მიზნების არასწორად შერჩევა.

 

ბუნდოვანი და ფართო მიზნების შერჩევისას შეუძლებელია პროგრესის შეფასება, რაც იწვევს მშობლის ფრუსტრაციას. შერჩეული მიზნები უნდა იყოს: სპეციფიური, გაზომვადი, მიღწევადი, ბავშის უნარებთან შესაბამისი და დროში გაწერილი. ასეთი მიზნების მაგალითია: ტუალეტის ჩვევის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, მსმენლის უნარების (რეცეპტული უნარები) გაუმჯობესება.

 

  • ბევრი უკეთესია.

 

ყოველდღიური რუტინის ზედმეტად გადატვირთვა არ არის გამართლებული. აუცილებელია ბავშის ინტერესების გათვალისწინება და დროის, ენერგიისა და ფინანსების გონივრულად განაწილება. სასურველია სამუშაო მიზნების დახარისხება და ყველაზე მნიშვნელოვნით დაწყება, ამავდროულად ის ინტერვენციები, რომელიც ბავშვს მიეწოდება, ერთმანეთთან შეთანხმებული უნდა იყოს.

 

  • არასწორი მოლოდინები.

 

თერაპია ხანგრძლოვი და დროში გაწელილი პროცესია. მშობელს უნდა ჰქონდეს სწორი მოლოდინები, რათა თერაპია ბოლომდე მიიყვანოს და შედეგის დადგომამდე არ შეწყვიტოს მუშაობა.

 

ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპიის ხელმძღვანელი გვანცა ჩვამანია.