რჩევები აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისთვის

ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, რადგან აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების სტრესის ინდექსი ტიპური განვითარების ბავშვების მშობლების სტრესის ინდექსზე მნიშვნელოვნად მაღალია, რაც შეცდომის დაშვების ალბათობას ზრდის.

 

გთავაზობთ გავრცელებულ შეცდომებს და მათი თავიდან არიდების გზებს.

 

  • დახმარებაზე უარის თქმა და სოციალური იზოლაცია.

 

ზოგიერთი მშობელი უარს ამბობს დახმარებაზე და ცდილობს მარტო გაუმკლავდეს პრობლემას. ხშირად თავს იკავებს სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობისგან, რაც იწვევს მშობლის სოციალურ იზოლაციას.  ასეთ გადაწყვეტილებას ხშირად საფუძვლად უდევს, მშობლის შიში, რომ ვერ გაუგებენ. ასეთ დროს, სასურველია მშობლები საუბრობდნენ თავიანთ პრობლემებზე, ითხოვდნენ მხარდაჭერას და ერთვებოდნენ ისეთ სოციალურ აქტივობებში, რომელიც ხელს უწყობს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და სტიგმის შემცირებას.

 

  • საკუთარი საჭიროებების უგულველყოფა.

 

მშობლები აუცილებლად უნდა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობასა და გართობაზე, სასურველია დრო გამოყონ საკუთარი თავისთვის და სხვადასხვა საიამოვნო აქტივობეით დაკავდნენ.

 

ჩვენ მომავალშიც მოგაწვდით რჩევებს სხვადასხვა საკითხებზე.