რა არის ქცევითი თერაპია?

ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA) არის დასწავლის თეორიაზე დაფუძვნებული სისტემური ინტერვენცია, რომელი ემსახურება სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევის ხარისხობრივი ცვლილების განხორციელებას.

ABA შეისწავლის ქევას გარემოს კონტექსტში. ქცევა – იგულისხმება ყველასახის მოქმედება და უნარიარა მხოლოდ არასასურველი ქცევაგარემოში – იგულისხმება ყველა სახის ფიზიკური და სოციალური მოვლენა).

ქცევის ანალიზი იყენებს მეცნიერულად დადასტურებულ პრინციპებს სასურველი ქცევის შეძენის, განზოგადებისა და გამრავალფეროვნებისათვის. ამავდროულად სხვადასხვა ინტერვენციის საშუალებით ამცირებს არასასურველი ქცევების რაოდენობას. ის ფოკუსირდება ინდივიდისათვის სოციალურად მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოსავლის პოვნაზე, რისი მეშვეობით ადამიანის ცხოვრებისა და დამოუკიდებლობის ხარისხი უმჯობესება.

ქცევის გამოყენებითი ანალიზზე დაფუძვნებული ინტერვენციები მრავალფეროვანია, თუმცა ყველა მათგანისათვის დამახასიათებელია:

  • კარგად სტრუქტურირებული პროცესი
  • სამიზნე ქცევებსა და უნარებზე ობიექტური მონაცემის შეგროვება
  • ქცევითი ცვლილებების მისაღებად პოზიტიური სტრატეგიების გამოყენება

ქცევის გამოყენებითი ანალიზი გამოიყენება სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა ასაკისა და დიაგნოზის მქონე პირებთან სამუშაოდ და ორიენტირებლია სამეტყველო, საკომუნიკაციო, თამაშის, თავის მოვლისა, აკადემიური უნარებისა და სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევბის განვითარებაზე.

ABA განსაკუთრებით ეფექტურია თუ ინდივიდს:

  • აქვს დასწავლის სირთულეები
  • უჭირს ახალი უნარების ათვისება
  • აქვს კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარების პრობლემები
  • ახასიათებს ოპოზიციური და გამომწვევი ქცევები (ტანტრუმი, აგრესიული და თვითდამაზიანებელი ქცევები ა.შ.)