რატომ არის მამის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანი?

📍წლების განმავლობაში მამის როლი მნიშვნელოვნად იცვლებოდა. მამები ზოგჯერ “მარჩენალ” მშობლად აღიქმებოდნენ და მათი ჩართულობაც, მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფით შემოიფარგლებოდა.

📍დღესდღეობით, ძალიან ბევრ მამას სურს, იყოს თავისი შვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პირი, თვალი ადევნოს ბავშვის განვითარებას და იყოს მაქსიმალურად ჩართული ამ პროცესში.

📍თუმცა, ამის მიუხედავად არსებობს სტრეოტიპები, რაც ძალიან ბევრ მამას ზღუდავს და ხელს უშლის, მოირგოს და გაითავისოს მამის როლი სწორად. ბევრი დეტალი ყურადღების მიღმა რჩება და ავტომატურად ინაცვლებს ხოლმე დედის მოვალეობაში. სინამდვილეში, მამების ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში ისეთივე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის, როგორც დედის. მზრუნველი და მოსიყვარულე მამა შვილის პოტენციალის გამოვლენის მნიშვნელოვანი წინაპირობაა მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე.

📍ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა ორსულობის პერიოდიდან იწყება. იმისათვის, რომ მამებმა სწორად მოირგოთ ეს როლი, აუცილებელია გაითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები:

✔️გამოიჩინეთ ინტერესი ადრეული ეტაპზე; ამით თქვენს შვილს უგზავნით ნათელ მესიჯს, რომ გიყვართ ის, მზად ხართ იზრუნოთ და პასუხისმგებლობა აიღოთ მასზე;
✔️მოემზადეთ ემოციურად, წაიკითხეთ მეტი ინფორმაცია ჩვილების შესახებ. დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტები ერთობლივად. რაც უფრო მეტად იქნებით ჩართული ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვნად იგრძნობთ თავს;
✔️ისაუბრეთ თქვენს წუხილებზე მეუღლესთან, მეგობრებთან, გამოცდილ მამებთან;
✔️ნაზად შეეხეთ დედას მუცელზე და ესაუბრეთ ბავშვს. გახსოვდეთ, რომ ბავშვები დაბადებიდან ცნობენ მშობლის ხმას;
✔️ხშირად მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას;
✔️შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური, სადაც ისაუბრებთ თქვენს განცდებზე;
✔️კვლევების მიხედვით მუცლადყოფნის პერიოდი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

📍წარსულში ჩატარებული კვლევების მიხედვით ბავშვები მიჯაჭვულნი არიან მხოლოდ ერთ მზრუნველს – დედას. თუმცა, თანამედროვე კვლევების მიხედვით, არაერთხელ დადასტურებულა, რომ უსაფრთხო მიჯაჭვულობა ბავშვებს სხვა მზრუნველებთანაც შეიძლება ჩამოუყალიბდეთ, განსაკუთრებით მათთან, ვინც ყოველთვის ზრუნავს და რეაგირებს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ საჭიროებებზე.

📍იმისათვის, რომ ბავშვები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მზად იყვნენ ცვლილებებისათვის, საჭიროა განუვითარდეთ ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, რაც მოიცავს უსაფრთხო მიჯაჭვულობასა და უსაფრთხო ძიების პროცესს, რისთვისაც მნიშვნელოვანია ორივე მშობლის ჩართულობა.

📍მამისა და ბავშვის თამაში გადამწყვეტია ბავშვის განვითარებისთვის. მამის როლი და მისი დადებითი გავლენა ბავშვზე წლებთან ერთად ხდება შესამჩნევი, როცა ბავშვი იწყებს სამყაროს აღმოჩენას და ოჯახიდან, თანდათან გადაინაცვლებს სოციუმში.

📍რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილის უსაფრთხოებისთვის ადრეულ ასაკში?

✔️აიყვანეთ ხელში, ჩაეხუტეთ. შეხება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ბავშვი თავს დაცულად გრძნობს. კანის კანთან კონტაქტი ეხმარება, როგორც ბავშვს, ასევე მშობელს დამშვიდებაში;
✔️დაამყარეთ მზერითი კონტაქტი. უყურეთ თვალებში კვების, თამაშის, საფენის გამოცვლის დროს. ხშირად გამოხატეთ და გაუზიარეთ დადებითი ემოციები;
✔️დააკვირდით ბავშვის ქცევებს. ხომ არ ფიქრობთ რომ რაიმე აწუხებს ან უნდა?
✔️დააკვირდით მის ტირილს. შეუქმენით კომფორტი, როდესაც ტირის. ეს სიგნალია, რითაც იგი ითხოვს ფიზიკურ სიახლოვეს, საკვებს, კომფორტს;
✔️ისაუბრეთ თბილი, მშვიდი ხმის ტონით. გაუღიმეთ, უმღერეთ;
✔️პერიოდულად, დღის განმავლობაში, იყავით კონცენტრირებული მხოლოდ ბავშვზე;
✔️ეცადეთ დამშვიდდეთ, როდესაც ხართ აღელვებული ან დაღლილი და ამის შემდეგ მიხედოთ ბავშვის საჭიროებებს.

📍მართალია, ძალიან ბევრი მშობელი ცხოვრების რიტმის გამო ბევრ დროს ვერ ატარებს ბავშვთან, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ პირველ რიგში მთავარია, ბავშვთან გატარებული დროის ხარისხი. ეცადეთ, დღის განმავლობაში გამოყოთ რამდენიმე წუთი თქვენს ბავშვთან დროის ეფექტურად გასატარებლად.

📍რამდენიმე ფაქტი მამების როლის მნიშვნელობის შესახებ:

✔️დაბადებიდან რამდენიმე საათში ფიზიკური სიახლოვე მამასთან ეხმარება ბავშვს სწრაფად დამშვიდებაში, იძინებს უფრო სწრაფად და ნაკლებად ტირის, ვიდრე ის ახალშობილი, რომელსაც ეს არ ჰქონია;
✔️მამების აქტიური მონაწილეობა უკეთ ავითარდებს ბავშვის სოციალურ-ემოციურ სფეროს, მოზარდობისა და ბავშვობის ასაკში ნაკლებია ქცევითი პრობლემები, სკოლასა და ბაღში კი, მაღალი აქვთ აკადემიური მოსწრება;
✔️მამები ეხმარებიან შვილებს ემპათიის უნარის გამომუშავებაში;
✔️მამების ჩართულობით ვითარდება კოგნიტური უნარები: პრობლემის გადაჭრა, აღქმა, შემეცნება, IQ კოეფიციენტი (ინტელექტი);
✔️მამის აქტიური მონაწილეობა ბავშვს უფრო თავდაჯერებულს ხდის, მაღლდება თვითშეფასება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში;
✔️კვლევებმა აჩვენა, რომ მამების სიყვარული და ზრუნვა ერთნაირად მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, ისევე როგორც დედების სიყვარული და ზრუნვა;
✔️ბავშვისა და მამის კონტაქტის ხარისხი და რაოდენობა პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ ბავშვები თავს;
✔️კვლევების მიხედვით, ბავშვები, რომლებიც მამებთან ბევრ დროს ატარებენ, უფრო კომუნიკაბელურები არიან ბაღში;
✔️ბავშვები მამების ჩართულობით, ვითარდებიან უფრო სწრაფად.

📍მამების ჩართულობა არა მხოლოდ ბავშვებისა და დედებისთვის, არამედ თავად მამებისთვისაც მნიშვნელოვანია და დადებითად აისახება მათზეც. მჭიდრო კავშირი შვილებთან ნაკლები ფსიქიკური ან ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების საწინდარია. ასეთი მამები არიან უფრო ნაყოფიერნი, ნაკლებად მიდრეკილნი ალკოჰოლისკენ და რაც მთავარია, არიან უფრო ბედნიერნი, ვიდრე სხვა მამები, რომლებსაც არ აქვთ შვილებთან მსგავსი ტიპის ურთიერთობა.

📍არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი შვილისთვის თქვენ ის მოდელი ხართ, რასაც აკვირდება და იმეორებს. ამიტომაც, თქვენი ყველა ნაბიჯი დაკავშირებული უნდა იყოს დადებით ემოციებთან. გაატარეთ დრო ბავშვებთან ერთად, ითამაშეთ ერთად, ისაუბრეთ, დაეხმარეთ ცხოვრების წესის სწორად რეგულირებაში, ისადილეთ ერთად, რადგან ეს ჯანმრთელი და ოჯახური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტი, რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ დროს თქვენს შვილთან ერთად ქმნით მოგონებებს, უზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, აღრმავებთ ურთიერთობებს და ისევ და ისევ, ახდენთ დადებითი ქცევების მოდელირებას.

📝მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ადრეული ინტერვენციის სპეციალისტმა, ფსიქოლოგმა ანი ბებიაშვილმა.

📖გამოყენებული წყაროები:
https://ct.counseling.org/…/viewing-fathers-attachment-f%E…/
https://www.issa.nl/…/Resource%20Modules%20for%20Home%20Vis…
https://www.brighthorizons.com/fa…/the-art-of-being-a-father
https://www.mother.ly/child/benefit-fathers-kids