ორსულობის პერიოდის ინფექციები ზრდის აუტიზმის რისკს

გამოქვეყნების თარიღი: 6 მარტი, 2019
ჟურნალი: JAMA Psychiatry

კვლევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს პრენატალური სერვისების გაუმჯობესების აუცილებლობას.

ბავშვებს, რომელთა დედებსაც ორსულობის დროს ჰქონდათ რაიმე ტიპის ინფექცია 80-ჯერ უფრო ხშირად აქვთ აუტიზმი, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთა დედებსაც ინფექცია არ ჰქონიათ, ასკვნიან შვედეთში 1 მლნ-ზე მეტი ბავშვის შესწავლის საფუძველზე JAMA Psychiatry-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები.

სხვა, აქამდე გამოქვეყნებული სარწმუნო კვლევებიც მიუთითებენ მუცლადყოფნის ინფექციების და ბავშვის ნეიროგანვითარებას შორის კავშირზე.

ამ კვლევაში კი მკვლევარები დააკვირდნენ 1 791 520 ბავშვს (48.6% გოგონა იყო, 51.4% – ვაჟი), რომლებიც დაიბადნენ 1974 წლიდან 2015 წლამდე (41 წლის განმავლობაში). მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აუტიზმის რისკი მუცლადყოფნის ინფექციის შემთხვევაში მომატებული იყო 79%-ით, ხოლო დეპრესიის – 24%-ით. მომატებული რისკი არ აღმოჩნდა ბიპოლარული აშლილობის ან შიზოფრენიის მხრივ.

წყარო: JAMA Psychiatry. Published online March 6, 2019. doi:10.1001/jamapsychiatry.2019.0029
Long-term Risk of Neuropsychiatric Disease After Exposure to Infection In Utero, Benjamin J. S. al-Haddad, MD, MSc, PhD1; Bo Jacobsson, MD, PhD2,3; Shilpi Chabra, MD1; et al.