ორი ახალი სერვისი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში

ჩვენმა ცენტრმა დაიწყო 2 ახალი სერვისის განხორციელება. ორივე ემსახურება სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების ხელშეწყობას.

 

ადრეული ასაკი კრიტიკულია ადამიანის ცხოვრებაში. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ხდება თავის ტვინის სწრაფი და უჩვეულო ტემპით განვითარება. ამ განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომლებიც შეიძლება დავყო 2 ჯგუფად: გენეტიკურ და გარემო ფაქტორებად. კაცობრიობის ცოდნის ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მხოლოდ გარემო ფაქტორები.

 

გარემო ფაქტორებიდან კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის ადამიანებია, რომელთა გარემოცვაშიც ბავშვი იზრდება. განსხვავებით სხვა ცოცხალი არსებებისგან ადამიანს უფრო მეტი დრო სჭირდება ზრდასრულობამდე. ამიტომაც მისი თავის ტვინის განვითარებას განსაზღვრავს სწორედ ის ურთიერთობები, რაც მას აქვს ადრეულ ასაკში. თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ ბავშვს სჭირდება სულ მცირე 1 ადამიანი, რომელიც გიჟდება მასზე.

 

ვისაც გყავთ 4-დან 6 წლის ასაკის ტიპური განვითარების ბავშვი, ჩვენი ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგი შინ, ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში ჩაგიტარებთ ერთჯერად კონსულტაციას და მოგცემთ რეკომენდაციებს თქვენი ბავშის განვითარების ხელშწყობისთვის.

 

დარეკეთ ტელეფონზე: 2999400 ან 558999985, ჩაეწერეთ 1 მარტამდე და მიიღეთ ეს მომსახურება უფასოდ.

 

მეორე სერვისი დავიწყეთ ოქტომბრიდან. ის ემსახურება იმ ბავშვებს, რომელთა განვითარებაც არ არის ტიპური. ეს მომსახურებაც ბუნებრ გარემოში ტარდება და მისი მიზანია ბავშვის სოციალურ-ემოციური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, რაც ხდება მშობლით გაშუალებული ჩარევის დახმარებით.

 

სკოლამდელი ასაკი ის პერიოდია, რომელიც განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობას, აკადემიურ მიღწევებს და ქცევას ზრდასრულობის პერიოდში. დავეხმაროთ ჩვენ ბავშვებს, რომ იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

 

მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი.