ორალურ-მოტორული სავარჯიშოები ბავშვის იმიტაციის უნარის გასაუმჯობესებლად

📍ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ არასამეტყველო ორალურ-მოტორული სავარჯიშოები (რომელშიც ნაგულისხმებია ყველა ის მოტორული აქტივობა, რომლის დროსაც ბავშვი არ წარმოთქვამს ბგერას) არ ახდენენ გავლენას მეტყველების განვითარებაზე, რადგან მეტყველება მხოლოდ სამეტყველო ბგერის წარმოთქმისთვის საჭირო მოძრაობებით ისწავლება. ასევე, თუ ორალურ-მოტორული სავარჯიშო კვებისთვის მზაობის გასავითარებლად კეთდება, ის გამოყენებული უნდა იყოს რეალური კვების პროცესში.

📍მიუხედავად ამისა, ქცევის გამოყენებითი ანალიზით მუშაობისას სპეციალისტმა შესაძლოა გამოიყენოს ორალურ-მოტორული სავარჯიშოები ცალკეული ბლოკებით სწავლებისას, რათა გაზარდოს ბავშვის მიბაძვის (იმიტაციის) უნარები; ასევე, შემდგომი მუშაობისას გაზარდოს ინსტრუქციული კონტროლი ბავშვის ვერბალურ და მოტორულ ქცევაზე და ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფუნქციური უნარის ჩამოყალიბებას.

📍პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად სახალისო, ბავშვი უნდა იყოს მოტივირებული. უმჯობესია სავარჯიშოების შესრულებას ჰქონდეს თამაშის ფორმა, რადგან ამ უნარზე მუშაობა ბავშვის მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს უარყოფითი დამოკიდებულება არ გაუჩნდეს.

✍️ილუსტრაციაში გთავაზობთ ამ სავარჯიშოების ნაწილს, რომელიც მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ბათუმის ფილიალის ქცევითმა თერაპევტმა ქეთი ზაქარაძემ.