მშობლის როლი თერაპიულ პროცესში

მშობლის ჩართულობას ბავშის თერაპიულ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ახალი კვლევის თანახმად, სასურველია მშობლებმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ შვილებთან მუშაობა, რაც დაეხმარება ბავშვს სიმპტომების სიმწვავის შემცირებაში და მისცემს კომუნიკაციის გაუმჯობესების საშუალებას.

„მშობლით–გაშუალებული თერაპია“ ბავშვს აძლევს უწყვეტ, 24 /7 თერაპიულ გარემოს.

მანჩესტერის უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრთა გუნდის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით დადასტურდა, რომ მშობლის ჩართულობას დადებითი გავლენა აქვს ბავშვის საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესებაზე.

მოცემულ კვლევაში ბავშების ერთ ჯგუფს უტარდებოდა მხოლოდ სტანდარტული თერაპია, მეორე ჯგუფში კი თერაპიასთან ერთად ბავშვების მშობლები იღებდნენ რეკომენდაციებს თერაპევტებისგან და ესწრებოდნენ სპეციალურ მოსამზადებელ კურსს. იმ ჯგუფმა, სადაც მშობლებმა მიიღეს დამატებითი მომზადება, აჩვენა უკეთესი შედეგი: გაუმჯობესდა კომუნიკაცია მშობელსა და შვილს შორის და შემცირდა აუტიზმის სიმპტომების სიმწვავე.

აღსანიშნავია ინტერვენციის გრძელვადიანი შედეგი: ექვსი წლის შემდეგ, როდესაც მკვლევარებს უკვე აღარ შეეძლოთ კონტროლი თუ რამდენად ჩართულები იყვნენ მშობლები პროცესში, მშობლის ჩართულობის დადებითი გავლენა მნიშვნელოვნად შენარჩუნდა.

მკვლევარები, ურჩევენ მშობლებს გაითვალისწინონ მიღებული შედეგები, მიიღონ სპეციფიკური ცოდნა თერაპევტების დახმარებით და ადრეული ასაკიდანვე ჩაერთონ ბავშვის განვითარების პროცესში.

 

 მოამზადა ქცევითმა თერაპევტმა ელენე გურგენიძემ