დისლექსია

დისლექსია არის ნეირობიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხშირად არის მემკვიდრეობითი და რომელიც შედეგად გვაძლევს კითხვის და მართლწერის პრობლემებს. დარღვევა ვლინდება მიუხედავად შესაბამისი სასწავლო გეგმის, ადეკვატური ინტელექტისა და სოციო-კულტურული ფაქტორებისა. ის ასევე ასოცირდება ყურადღების კონცენტრირების, ხანმოკლე მეხსიერებისა და ორგანიზების სირთულესთან. დისლექსია გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში და ის გავლენას ახდენს ინდივიდის ცხოვრებაზე. ის არ არის შედეგი სიზარმაცის, პედაგოგიური ხელმიშვებულობის, ოჯახის ნაკლები მხარდაჭერის, ან დაბალი მოტივაციის.

იმისათვის რომ კარგად გავიგოთ კონრეტულად რა სირთულეზეა საუბარი, უნდა გავიაზროთ რა არის კითხვის ათვისების საფუძველი – ეს არის „სიტყვის აღქმა“ და „ენის გაგება“. პირველი გულისხმობს სიტყვაში ბგერების გაერთიანების, ასოების დეკოდირების უნარს, ხოლო ენის გაგებაში ვგულისხმობთ ლექსიკურ მარაგს და ენის სტრუქტურისა გაგებასა და გამოყენებას.

ნორმის შემთხვევაში ორივე ეს ნაწილი მონაწილეობს კითხვის დაუბრკოლებლად ათვისებაში. დისლექსიის მქონე ადამიანებს პრობლემა ექმნებათ სიტყვის აღქმის ეტაპზე. თუმცა არ უნდა გავიგოთ რომ დისლექსიისშემთხვევაში არ გვხვდება ენის პრობლემები. სიტყვის აღქმისა და გაერთიანების სირთულის გამო ის კითხულობს ძალიან ნელა, ძნელად იგებს და იმახსოვრებს ახალ სიტყვებს რაც თავისთავად მის ენობრივ მარაგს განასხვავებს თანატოლებისგან.

ნიშნები ,რომლითაც შეგვიძლია ამოვიცნოთ დისლექსია:

  • დეკოდირება(ასოსა და ბგერას შორის კავშირის ავტომატური დამყარება)
  • კითხვის ტემპი
  • მართლწერა
  • ვერბალური ხანმოკლე მეხსიერების პრობლემა(თანმიმდევრული ინსტრუქციების დამახსოვრების პრობლემა)
  • ვრცელი ტექსტის გაგება
  • მათემატიკური ოპერაციების შესრულება

ეს არის ნიშნები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც უნდა მივმართოთ სპეციალისტს.

უფრო მოზრდილ ასაკში კი იქმნება სხვა სახის პრობლემები

  • ჩანიშვნების გაკეთების სირთულე
  • სირთულე დაგეგმოს და დაწეროს ესე, წერილი
  • ახალი ტერმინების წაკითხვისა და დამახსოვრების
  • ინფორმაციის გადამოწმების(გამოცდაზე)
  • სახელებისა და ფაქტობრივი ინფორმაციის დამახსოვრების სირთულე
  • დედლაინის გათვალისწინება
  • პირადი ორგანიზება
  • ეჭვის თვალით უყურებს საკუთარ პროფესიულ მომავალს

რამდენად შესაძლებელია ადრეული ინტერვენცია?

თუმცა არ საუბრობენ დისლექსიაზე სანამ ბავშვი არ დაიწყებს კითხვას, წერას, მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორების გათვალისწინება, რომელიც არსებობს ფორმალური განათლების დაწყებამდე. ეს ფაქტორები არსებობს კ ო მ ბ ი ნ ა ც ი აში: ოჯახი ანუ იყოს თუ არა მსგავსი შემთხვევა ოჯახის სხვა წევრთან; როდესაც ბავშვი არის ამბიდექსტრი(როცა არ არის გამოკვეთილი წამყვანი ხელი) ასევე გასათვალისწინებელია როცა ბავშვს მუდმივად ერევა მარჯვენა-მარცხენა, როგორც თავის სხეულზე ისე გარემოში, ასევე რითმის განსაზღვრის უუნარობა ლექსში ან სიმღერაში, მათი სწავლის სირთულე. ასევე არის სირთულე საგნების დასახელების, რომელიც მოდის მეხსიერებიდან სახელის ამოტანის სირთულიდან. ასევე როდესაც ვხედავთ რომ ბავშვს უჭირს რამდენიმე თანმიმდევრული ინსტრუქციის შესრულება.

საიდან მოდის ეს პრობლემა?

ვინაიდან დისლექსია არის ნეირობიოლოგიური მდგომარეობა , ის არსებობს დაბადებიდან და მეცნიერები აღნიშნავენ, მემკვიდრეობითობის როლს.

ჯერ მთლიანად გამოკვლეული არ არის საკითხი, თუმცა განიხილავენ შემდეგი კოგნიტური პროცესების სირთულეს: ფონოლოგიური ცნობიერება(რომელიც გულისხმობს ბგერებით მანიპულირებს უნარს) და გადამუშავების სისწრაფის პრობლემა

სწავლობენ თუ არა დისლექსიის მქონე ადამიანები კითხვას?

მათი კოგნიტური უნარების დეფიციტიდან გამომდინარე დისლექსიის მქონე ადამიანები იყენებენ კომპენსატორულ მექანიზმს, როგორც საკლასო ისე სხვა გარემოში.დისლექსიის მოქნე პირებს აქვთ სირთულე თანმიმდევრული სიმბოლური ინფორმაციის გადამუშავების, რაც აძნელებს მათ შესაძლებლობას ისწავლონ საზოგადოებისთვის მიღებული ფორმით. ამიტომ მნიშვნელოვანია გავიაზროთ და ვეძებოთ გზა, როგორ მოხდეს საკლასო გარემოს დაგეგმვა ისე რომ დისლექსიის მქონე ბავშვებს ქოდეთ მათი ძლიერი მხარის გამოვლენის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია მოსწავლე თავს გრძნობდეს წარმატებულად და ჰქონდეს სწავლის მოტივაცია. ვინაიდან დისლექსიის შემთხვევაში, მოტივაცია არის გადამწყვეტი მიზნის მიღწევისთვის.