დიეტები,რომლებიც არ შეიცავს გლუტენსა და კაზეინს არ აუმჯობესებს აუტიზმის სიმპტომებს

ინფორმაცია კვლევის შედეგების შესახებ გაავრცელა ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიც არის Autism Speaks.
პატარა, თუმცა კარგად კონტროლირებული კვლევის მიხედვით, დიეტები, რომლებიც გულისხმობს გლუტენისა და კაზეინის საკვებიდან ამოღებას, არ ამცირებს ქცევის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემებს აუტიზმის მქონე ბავშვებთან. საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება.
დიეტა ძალიან პოპულარულია აუტიზმის მქონე ბავშვების ოჯახებში. ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ გლუტენმა (ცილა, რომელსაც შეიცავს ხორბალი და სხვა მარცვლეული) და კაზეინმა (ცილა, რომელსაც შეიცავს რძის პროდუქტები) შესაძლებელია გააუარესოს აუტიზმის სიმპტომები, რადგან მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ნაწლავების ანთება, რაც შემდეგ გავრცელდება თავის ტვინზეც.
ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში: Journal of Autism and Developmental Disorders.
მკვლევარებმა აუტიზმის მქონე 3-5 წლის ასაკის 14 ბავშვის კვების რაციონიდან ამოიღეს გლუტენისა და კაზეინის შემცველი პროდუქტები 4-6 კვირის განმავლობაში. შემდეგი 12 კვირის განმავლობაში კი ისინი ბავშვებს უგზავნიდნენ საკვებს, რომლის ნაწილი შეიცავდა გლუტენსა და კაზეინს, ხოლო მეორე ნაწილი მათგან თავისუფალი იყო. კვლევის დასრულებამდე მკვლევარებმა და მშობლებმა არ იცოდნენ როდის იღებდა ბავშვი გლუტენისა და კაზეინის შემცველ ან მათი შემცველობის გარეშე პროდუქტებს.
მშობლები ავსებდნენ დეტალურ კითხვარებს ბავშვების ქცევასთან, ძილთან და საკვების გადამუშავებასთან დაკავშირებით.
როდესაც მკვლევარებმა გატეხეს კოდი, რომ ენახათ როდის იღებდა თითოეული ბავშვი გლუტენისა და კაზეინის შემცველ ან მათი შემცველობის გარეშე პროდუქტებს, მათ ვერ აღმოაჩინეს განსხვავება ბავშვების ქცევის, ძილის პატერნისა და სხვა მახასიათებლებს შორის.
ამავე დროს, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ როცა ბავშვი არ იღებდა გლუტენისა და კაზეინის შემცველ პროდუქტებს და ოჯახი იღებდა სპეციალისტის კონსულტაციას, ბავშვს არ უვითარდებოდა ნუტრიციული (საკვებისმიერი) დეფიციტი.

 

მოამზადა სალომე გაბაძემ