აუტიზმის მქონე გოგონებისა და ბიჭების თავის ტვინი განსხვავებულია

🧩ყველა კვლევა ერთხმად მიუთითებს რომ აუტიზმის სიხშირე ბიჭებში მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე გოგონებში. ვარაუდი იმის შესახებ რომ გოგოების ამოცნობა ვერ ხდება და შესაბამისად თერაპიაც იგვიანებს, ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად განიხილება.
🧩ახლახან British Journal of Psychiatry-ში გამოქვეყნებული სუპეკარისა და მისი კოლეგების კვლევამ დაადასტურა, რომ აუტიზმის მქონე გოგონების თავის ტვინის ფუნქციონირება განსხვავდება აუტიზმის მქონე ბიჭების ფუნქციონირებისგან. ამ განსხვავების შესახებ, კერძოდ, თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებების და აუტიზმისთვის დამახასიათებელი ქცევის თავისებურების შესახებ კვლევები საკმაოდ ცოტაა. სუპეკარისა და მისი კოლეგების კვლევა გამორჩეულად ფართომასშტაბიანია, რადგან ეფუძნება 637 ბიჭის და 136 გოგონას თავის ტვინის ნეიროვიზუალურ მონაცემებს.
🧩(კვლევის ბმულია: https://www.cambridge.org/…/33BBC9B3ADFCC28B28081368D1C…)
🧩ითვლება რომ გოგონებში ამოცნობას ართულებს ის ფაქტი, რომ როგორც წესი ჩვენ გვაქვს ქცევის მიმართ სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპული მოლოდინი და ინტერპრეტაცია. სუპეკარი და მისი კოლეგები თვლიან, რომ საჭიროა გვქონდეს მიუკერძოებელი დამოკიდებულება როგორც აუტიზმის, ასევე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ამოცნობისას გოგონებსა და ბიჭებში.
🧩აუტიზმის მქონე გოგონებს ნაკლებად აქვთ ისეთი განმეორებადი ქცევები, როგორიცაა მაგალითად ხელების ქნევა (რაც ხშირად ყველაზე მეტად თვალშისაცემია და), რის გამოც მშობლები სპეციალისტს მიმართავენ. ამას ისიც ემატება, რომ გოგონები ასაკის მომატებასთან ერთად იოლად ახერხებენ შენიღბონ და გააკომპენსირონ თავიანი სიმპტომები.
🧩გამოყენებული სადიაგნოსტიკო ტესტების ზღვრული ქულებიც უფრო მაღალია იმისთვის, რომ აღმოაჩინოს აუტიზმის მქონე გოგონები, რომელთა სიმპტომები ნაკლებად მძიმეა, ვიდრე ბიჭების.
🧩ეს სადიაგნოსტიკო ტესტები ყურადღებას ამახვილებს 3 სფეროზე:
• შეზღუდულ და განმეორებად ქცევებზე, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ მოტორულ სტერეოტიპიებს, როგორიცაა: ხელის ქნევა ან ტანის რწევა, არამედ ასევე, აკვიატებულ ან/და სპეციფიკურ და უჩვეულო ინტერესებს და განმეორებადი ან უცვლელი რუტინის ძლიერ მოთხოვნილებას;
• სოციალურ ინტერაქციაზე (მაგალითად როგორიცაა ნაკლები ინტერესი თანატოლებისადმი ან/და თვალით კონტაქტის თავიდან არიდება);
• კომუნიკაციაზე (მათ შორის ენობრივი უნარების განვითარების ჩამორჩენაზე).
🧩ასე რომ, თუ აუტიზმი 4-ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში, ნიშნავს ეს რომ ბევრ გოგონასთან ამოცნობა ვერ ხდება, რადგან მათი სიმპტომები მსუბუქია? „ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა“ (იდიომატური გამოთქმა, დიდი მნიშვნელობის ხაზგასასმელად), როგორც კვლევის ავტორები წერენ.
🧩სუპეკარმა და მისი კოლეგებმა გააკეთეს ალგორითმი გოგონებისა და ბიჭების თავის ტვინს შორის განსხვავების 86%-იანი სიზუსტით ამოსაცნობად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ალგორითმით განსხვავება აუტიზმის მქონე ბიჭებისა და გოგონების თავის ტვინს შორის აშკარა იყო, რაიმე ღირებული განსხვავება ვერ იქნა ნანახი ტიპური განვითარების შემთხვევებში.
🧩აუტიზმის დროს ეს განსხვავება უპირატესად მოიცავდა კავშირებს ისეთ ცენტრებს შორის, როგორიც არის მოტორული, სამეტყველო ენის და ვიზუალურ-სივრცითი სისტემები. საინტერესო იყო ისიც, რომ იმ შემთხვევებში, სადაც გოგონებს ჰქონდათ მოტორული ზონის ბიჭებისთვის დამახასიათებელი ცვლილება, უფრო მეტად გამოვლინდებოდა მოტორული სიმპტომები.
🧩გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად სუპეკარი და მისი კოლეგები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თავის ტვინის ნეიროვიზუალური კვლევები ჩვეულებრივ არ გამოიყენება აუტიზმის დიაგნოსტიკასა და მართვაში და არც მომავალში უნდა იყოს გამოყენებული.
🧩ამ კვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადყო დამატებითი, ახალი კვლევების აუცილებლობა ამ მიმართულებით, რომ გაუმჯობესდეს აუტიზმის მქონე გოგონების დროული ამოცნობა და მართვა.
P.S. ჩავთვალეთ, რომ კვლევა აქტუალურია და საჭიროდ მივიჩნიეთ, თქვენთვის გაგვეზიარებინა.