აუტიზმის მქონე ბავშვების ინტელექტის კოეფიციენტი დროთა განმავლობაში მატულობს

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული ახალი კვლევა ადასტურებს, რომ აუტიზმის სპექტრის (ასა) მქონე ბავშვების 50%-ის ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) 2-დან 8 წლამდე ასაკში უმჯობესდება.

ტიპური განვითარების ბავშვებში IQ-ის დასტაბილურება ხდება 5 წლისთვის, ხოლო ასა-ს მქონე პირებში გონებრივი განვითარების მაჩვენებელი არ არის სტაბილური და ასაკთან ერთად იცვლება.

”ეს ნიშნავს, რომ ინტელექტუალური შესაძლებლობის შეზღუდვის დიაგნოზის დასმა არ უნდა იყოს ნაჩქარევი, რადგან უბრალოდ არ იცი, რა მოხდება”, ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი სოლომონ მარჟორი.

მის მიერ გამოქვეყნებული შედეგები ადასტურებს IQ-ს ცვლილებებს და ეწინააღმდეგება მანამდე არსებულს მონაცემებს ასა-ს მქონე პირებთან მიმართებაში.

სოლომონმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს გრძელვადიანი კვლევა და შეისწავლეს ასა-ს მქონე 102 ბავშვი. მათ შეაფასეს ბავშების IQ ქულები, როდესაც ისინი იყვენენ 2-3 წლის და გაიმეორეს იგივე შეფასება იგივე ბავშვებთან 6-დან 8 წლამდე ასაკში.

მკვლევარებმა განსაზღვრეს 4 ჯგუფი, რომლებიც ეფუძნებოდა იმას, თუ როგორ შეიცვალა IQ ამ პერიოდში.

I  ჯგუფი – ”მაღალპრობლემური”:  IQ იწყებოდა 44-დან და ასაკის მატებასთან ერთად ინტელექტის კოეფიციენტი იკლებდა 36-მდე. ამ ჯგუფში მოხვდა გამოკვლეულ ბავშვთა 27%.

II ჯგუფი – ”პრობლემური”:   IQ კოეფიციენტი ოდნავ მაღალი იყო, დაახლოებით 62, თუმცა გონებრივი განვითარების მაჩვენებელი ასაკთან ერთად უცვლელი რჩებოდა. ამ ჯგუფში მოხვდა ბავშვების 18%.

III ჯგუფი – ”ნაკლებად პრობლემური”:  ამ ჯგუფში მოხვდნენ ის ბავშვები, რომლებსაც პირველადი შეფასების დროს ჰქონდათ IQ-ს საშუალო ქულა და დროთა განმვალობაში მათი ინტელექტის კოეფიციენტი 111-ზე ავიდა. ასეთი ბავშვები იყო 22%.

IV ჯგუფი – ”ჩეინჯერები”-ს:  ამ ჯგუფში მოხვდა ბავშვების ერთი მესამედი – 33%. მათი საშუალო IQ იწყებოდა 65-დან და იზრდებოდა 99-მდე.

აღსანიშნავია, რომ ”ჩეინჯერებმა” დროთა განმავლობაში აჩვენა ყველაზე დიდი მიღწევები ვერბალურ შესაძლებლობაში. ხოლო ”ნაკლებად პრობლემური” ჯგუფის ბავშვებში მნიშვნელოვნად შემცირდა აუტიზმის სიმპტომების სიმძიმე და ზოგიერთ შემთხვევაში დიაგნოზიც მოიხსნა.

მიღებული შედეგები კეთილსაიმედოა: 2 ჯგუფში (ბავშვების 55%-ში) დაფიქსირდა ინტელექტის დონის ზრდა, ამავდროულად დროთა განმავლობაში, ოთხივე ჯგუფის ბავშვებში მოხდა შფოთვისა და ჰიპერაქტიული ქცევის შემცირება.

სტატია მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ქცევითმა თერაპევტმა მარიამ ჩიქოვანმა.